მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
27 სექტემბერს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის მეორე ეტაპი გაიმართება.
ინტელექტ-ჩემპიონატი ქალაქ ჯვარის კულტურის სახლში ჩატარდება. კონკურსს პროექტის ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება.
ინტელექტ-ჩემპიონატის მეორე ეტაპის მონაწილე მოსწავლეები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლებში ჩატარებული ტესტირებების შედეგად შეირჩნენ. მეორე ეტაპზე გადასვლა ყველაზე მაღალქულიანმა მოსწავლეებმა მოახერხეს.
ინტელექტ-ჩემპიონატის ორგანიზებაში აქტიურადაა ჩართული საგანმანათლებლო რესურს ცენტრი და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
ინტელექტ-ჩემპიონატის მეორე ეტაპის კონკურსები წალენჯიხის შემდეგ გაიმართება მესტიაში, სენაკსა და ცაგერში.
გამარჯვებული მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ფინალური კონკურსის მონაწილეები ხდებიან.