განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ
Etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ მომავლის სკოლაში მოსწავლე თავად აირჩევს იმ საგნებს, რაც აინტერესებს:
''ჩვენ დღეს, კლასიკური გიმნაზიის წინ, მომავლის სკოლა წარმოვადგინეთ. გვინდა, რომ მომავალში სკოლა იყოს ისეთი, სადაც მოსწავლე აირჩევს იმას, რაც მოსწონს, აინტერესებს და ისწავლის კეთებით, learning by doing. ისე კი არ იქნება, რომ დავსხედით და ზარის დარეკვას ველოდებით, არამედ, იქნება თავისუფალი სწავლა, როგორც ნახეთ, ზოგი ძირს იჯდა, ზოგი ხატავდა, ზოგი კალიგრაფიით იყო დაკავებული. ასეთია განათლების მომავალი. რა თქმა უნდა, შორია, დღეს სადაც ვართ იმ ადგილიდან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მოვახერხებთ. ამ პროცესში ''ეტალონი'' ერთერთი ჩვენი პარტნიორი და მხარდამჭერი პროექტია, რომ სწავლა მოსწაყენი და უინტერესო კი არა, სახალისო იყოს. თავისუფალი გაკვეთილები, რომელიც წელს დაიწყო სწორედ არჩევითი საგნებია და მინდა აღვნიშნო, რომ თავისუფალმა გაკვეთილებმა გაამართლა.'' - აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდერე ჯეჯელავამ.