სიახლეები
ეტალონი

აქტიური და კომუნიკაბელური ნათია ფანცულაია ''სამგორის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი გახდა
19-05-2017
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი ''ეტალონი'' გრძელდება.

ამჯერად ''სამგორის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა.

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ჩატარდა.

სამგორის რაიონის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისთვის დაუპირისპირდნენ.

ღონისძიებას რესურსცენტრისა და სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრნენ.

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა.

''სამგორის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს თბილისის N83 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ნათია ფანცულაია დაეუფლა.

''სამგორის ეტალონი მოსწავლე'' ნათია ფანცულაია ემოციებს გვიზიარებს:

''ძალიან გახარებული ვარ. ერთი რამ მინდა ყველას ვუთხრა, თუ რამე შანსი გაქვთ ცხოვრებაში, აუცილებლად გამოიყენეთ, რომ მერე არ ინანოთ. თითოეული სიტყვა რასაც წაიკითხავთ, რასაც გაიგებთ, რასაც მოისმენთ - ეს თქვენი მომავალია. ყველას წარმატებას ვუსურვებ. მე მგონია, რომ საქართველო 50 წელიწადში მაინც ისეთი იქნება, როგორიც ჩვენ გვინდა, რადგან ახალი თაობა ძალიან ძლიერია და ჩვენ ამას შევძლებთ.'' 

თბილისის N83 სკოლის დირექტორი ნინელი ადამაშვილი გამარჯვებულ მოსწავლეს ახასიათებს:

''გამარჯვებული ძალიან აქტიური, კომუნიკაბელური, ინტერესიანი მოსწავლეა. ნათია ყველა საგანში ღრმად ეძებს საფუძვლებს. ძალიან გაგვახარა ყველა, ვულოცავ ამ წარმატებას.''

''სამგორის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი ნათია ფანცულაია, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.   

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. ''ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''.  

''ეტალონი თბილისის'' პროექტი ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფინანასური მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პარტნიორობით მიმდინარეობს.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პედაგოგი განმარტავდა, რომ მან საკუთარი სიმართლისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით გაამჟღავნა აღნიშნული ინფორმაცია...
ბაღის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნება - დეტალები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება