სიახლეები
ეტალონი

''ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ''ისნის ეტალონი მოსწავლე'' გავხდი'' - თამუნა სიმონიშვილი
19-05-2017
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი ''ეტალონი'' გრძელდება.

ამჯერად ''ისნის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა.

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ჩატარდა.

ისნის რაიონის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისთვის დაუპირისპირდნენ.

ღონისძიებას რესურსცენტრისა და სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრნენ.

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა.

''ისნის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს თბილისის N85 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე თამუნა სიმონიშვილი დაეუფლა.

''ისნის ეტალონი მოსწავლის'' თამუნა სიმონიშვილის თქმით, გამარჯვება მომავალ წარმატებებში დაეხმარება:

''ძალიან მომეწონა ღონისძიება, საინტერესო კითხვები იყო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ''ისნის ეტალონი მოსწავლე'' გავხდი. გამარჯვებას ნამდვილად არ ველოდი. გამოვცადე ჩემი თავი და დავამტკიცე, რომ მე ეს შემიძლია. იმედია, ეს გამარჯვება დამეხმარება ჩემს მომავალ წარმატებებში.'' 
 
თბილისის N85 სკოლის დირექტორმა გელა ჭანტურიამ პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება:

''ეტალონი'' არაჩვეულებრივი საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც მოსწავლეებს განვითარებაში უწყობს ხელს. პროექტის დიდი პლუსი ის არის, რომ მომავალ თაობას მოუწოდებს, რომ წიგნს დაუბრუნდნენ. რაც შეეხება, გამარჯვებულ მოსწავლეს, თამუნა არის ძალიან ბეჯითი, უყვარს კითხვა, ყველა საგანს თანაბრად ფლობს, არამარტო მხატვრულ-ლიტერატურაში, მათემატიკაშიც უძლიერესი მოსწავლეა. მხარს ვუჭერთ ამ პროექტს და ჩვენი სკოლა ყოველთვის მიიღებს ''ეტალონში'' მონაწილეობას.''

''ისნის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი თამუნა სიმონიშვილი, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.   

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. ''ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''.  

''ეტალონი თბილისის'' პროექტი ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფინანასური მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პარტნიორობით მიმდინარეობს.

ფოტოების სანახავად გადადით ბმულზე

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება