სიახლეები
საინტერესო

,,უინტერესო” წიგნი და ,,აზრიანი ფეისბუქი”
23-09-2016
-
+


21-ე საუკუნეში ქართველი მოზარდები დადგნენ იმ დილემის წინაშე, რასაც წიგნსა და კომპიუტერს შორის არჩევანი ჰქვია. ეს ის ორი ფენომენია, რომელთა გარეშე, დღესდღეობით, ცხოვრება წარმოუდგენელია. ბევრს წიგნის ფურცვლას „დაშეარება“ ურჩევნია. დღევანდელი მოზარდების აზროვნება წიგნიერებასთან დაკავშირებით თითქმის ერთნაირია. „ფეისბუქზე“ მიჯაჭვულობა ახალგაზრდებს ელექტრონული ბიბლიოთეკის არსებობასაც ავიწყებს. „დროის უქონლობის“ გამო ვერ/არ კითხულობენ წიგნებს, სამაგიეროდ დრო რჩებათ „ფეისბუქისთვის“ და თავის გასამართლებლად იმ არგუმენტს იშველიებენ, რომ სოციალური ქსელი უფრო საინტერესოა, ვიდრე წიგნი.

საქართველოში წიგნიერების პრობლემა განსაკუთრებით მოზარდებშია. ზოგიერთი კითხულობს წიგნს, ბევრს კი საერთოდ არ აინტერესებს. მათთვის არსებობს „ფეისბუქი“, სადაც „ჩატაობის“ გარეშე ვერც კი წარმოუდგენიათ ცხოვრება. ხან რომელი სოციალური ქსელი იმკვიდრებს თავს ინტერნეტ სივრცეში და ხან რომელი.

ანი გობეჯიშვილი (17 წლის):

-სიმართლე რომ გითხრა, თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს. აქტიურ ცხოვრებას ვეწევი. დავდივარ რეპეტიტორებთან, „თეატრალურ სტუდიაში“, სკოლაში. თავისუფალ დროს ვუსმენ მუსიკას, ვკითხულობ წიგნებს, თუმცა სიმართლე რომ გითხრა ძალიან იშვიათად, არა იმიტომ რომ კითხვა არ მიყვარს, უბრალოდ დრო არ მაქვს.

-ძირითადად რა ჟანრის წიგნებს კითხულობ მაშინ, როცა დრო გაქვს?

-ძალიან მიყვარს დეტექტიური და ფსიქოლოგიური ნაწარმოებები. ჩემი თაობის საყვარელი მწერალია პაულო კოელიო.

-წიგნებს ვერ კითხულობთ დროის უქონლობის გამო, თუმცა თინეიჯერების უმეტესობა  სოციალურ ქსელში თითქმის მთელ დღეს ატარებს. შენი აზრით კომპიუტერმა წიგნი დაჩრდილა?

– კი, კომპიუტერმა მთლიანად დაჩრდილა წიგნი. მიყვარს წიგნი, მაგრამ თვალი და გული „ფეისბუქისკენ“ გამირბის. კომპიუტერში არაერთი საინტერესო მასალის ნახვა შეგვიძლია. შეგვიძლია ვისარგებლოთ ელექტრონული ბიბლიოთეკითაც, მაგრამ არ ვინტერესდებით. „ფეისბუქი“ რომ გაუქმდეს არანაირ დანაკლისს არ ვიგრძნობ, ნაკლებ დროს დავუთმობ კომპიუტერს და დიდ დროს გავატარებ წიგნებთან. ახლაც შემიძლია ასე მოვიქცე, მაგრამ როდესაც არსებობს „ფეისბუქი“, რთულია წიგნებს მიეჯაჭვო.

 სალომე მუქათარიძე (15 წლის):

-თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ვატარებ ან კომპიუტერთან. იშვიათად ვკითხულობ წიგნებს. ჩემი მეგობრების უმრავლესობა არ კითხულობს, ძირითადად დროს სასკოლო საგნებს ვუთმობთ. მითუმეტეს 21-ე საუკუნეა და არსებობს ინტერნეტი, სადაც ნებისმიერი ინფორმაციის მოძიება შეგიძლია. ჩვენ გვირჩევნია ინტერნეტში გავერთოთ, ვიდრე წიგნი ვიკითხოთ. მეტი თავისუფალი დრო რომ მქონდეს „ჩატაობას“ დავუთმობდი მეტ დროს. „ფეისბუქი“ რომ არ იყოს ალბათ ტელევიზორს ვუყურებდი და ცოტას წავიკითხავდი.

კომპიუტერი ბიბლიოთეკად გადაიქცა, წიგნის ფურცლები კი კომპიუტერულ პროგრამებად… ადამიანებიც რობოტებს დაემსგავსნენ და კომპიუტერზე ისე გახდნენ დამოკიდებულნი, როგორც ნარკომანი – კოკაინზე… ასე გახდა უინტერესო წიგნი და „აზრიანი“ ფეისბუქი…

ავტორი : იაკო ამირანაშვილი 


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება