სიახლეები
ეტალონი

''მაღალი კონკურენციის პირობებში გამარჯვების მოპოვება რთული იყო'' - ბაქარ ჟღენტი, ''ვაკის ეტალონი მოსწავლე''
16-05-2017
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი ''ეტალონი'' გრძელდება. 

ამჯერად ''ვაკის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა. 

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ჩატარდა. 

ვაკის რაიონის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისთვის დაუპირისპირდნენ. 

ღონისძიებას თბილისის მერიის წარამომადგენლები, რესურსცენტრისა და სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრნენ.
 
დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა. 

''ვაკის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს თბილისის N55 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ბაქარ ჟღენტი დაეუფლა.

''ვაკის ეტალონი მოსწავლე'' ბაქარ ჟღენტი ''ეტალონის'' მომავალ მონაწილეებს რჩევებს აძლევს:

''ძალიან მშვიდი და კარგი გარემო იყო შექმნილი. კონკურენცია მაღალი იყო და რთული იყო გამარჯვების მოპოვება, მომავალ ''ეტალონელებს'' ვურჩევ, რომ არ ინერვიულონ, მოუსმინონ წამყვანს და ისე გასცენ სწორი პასუხები.'' 

თბილისის N55 სკოლის დირექტორი მაია აბრამიძე სიხარულით აღნიშნავს, ''ვაკის ეტალონი მოსწავლე'' წელსაც 55-ე სკოლიდანაა:

''დიდი მადლობა ამ ღონისძიებისთვის, ჩვენი სკოლა შარშანაც იყო ჩართული ამ პროექტში და ''ვაკის ეტალონი მოსწავლე'' სწორედ ჩვენი სკოლიდან იყო. ძალიან მიხარია, რომ წელსაც ვაკის რაიონის სკოლებს შორის ჩვენი მოსწავლე გავიდა ფინალში. ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება იყო. ბაქარი ძალიან კარგი მოსწავლეა, ჩვენს სკოლაში მათემატიკის გაძლიერებული სწავლებაა და ბაქარიც ერთ-ერთ ასეთ კლასშია. იგი შარშანაც მონაწილეობდა ''ეტალონში'', მაგრამ მისი კლასელი გახდა ფინალისტი, თუმცა წელს შეძლო გამარჯვება. ბაქარი ძალიან მოწესრიგებული და ჭკვიანია, ყველა საგანს თანაბრად კარგად სწავლობს. ყოველთვის ვამბობ, რომ ნებისმიერი ასეთი პროექტი, რომელიც ბავშვს წიგნს ააღებინებს ხელში, არის ძალიან კარგი. ''ეტალონი'' ბავშვებს ეხმარება თავიანთი უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გამოყენება სწრაფად და მოკლე დროში შეძლონ. წარმატება კიდევ ხელს უწყობს სხვა მოსწავლეებს, რომ ჩაერთონ ამ პროექტში. ''ეტალონში'' მონაწილეობის მსურველთა ძალიან დიდი ნაკადი იყო. ყველაფერი ძალიან ობიექტურად ჩატარდა და, შესაბამისად, ვინც დაიმსახურა, მან მიიღო ეს ტიტულიც.'' 

თბილისის N 55-ე სკოლის დირექტორის მოადგილე სასწავლო ნაწილის დარგში ნინო კოდუა, გამარჯვებულ მოსწავლეს გონიერ და თავმდაბალ მოსწავლედ ახასიათებს:

''ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა ამ პროექტში მონაწილეობა, ჩვენი სკოლა დიდი ხანია ჩართულია. შემიძლია ამაყად ვთქვა, შარშანდელი ვაკის რაიონის გამარჯვებულიც ჩვენი სკოლის მოსწავლეა. რაც შეეხება წლევანდელ გამარჯვებულს, ბაქარს, ძალიან გონიერი მოსწავლეა, ლოგიკურად მოაზროვნე, მიზანშედეგობრივ კავშირებს ძალიან კარგად აკეთებს. ბაქარი ძალიან თავმდაბალია, ზედმეტად თავს არ გამოიჩენს. ვფიქრობ, რომ მომავალში თავის სიტყვას იტყვის.'' 

''ვაკის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი ბაქარ ჟღენტი, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.   

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. ''ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''.  

''ეტალონი თბილისის'' პროექტი ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფინანასური მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პარტნიორობით მიმდინარეობს.

ფოტოების სანახავად გადადით ბმულზე

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ 1422 პირს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭება
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
სკოლები
გოგონებმა თავიანთი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინეს და დამსახურებული პირველი ადგილიც დაიკავეს
ღონისძიებაში დაწყებითი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
მოსწავლეები სახალისო აქტივობებშიც ჩაერთნენ და გააფერადეს და დახატეს თემატური ნამუშევრები
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება