სიახლეები
სამასწავლებლო

რა პრობლემებია გადასაჭრელი სკოლებში? - „მთავარი პრობლემა ინფრასტრუქტურული საკითხია“
22-08-2019
-
+


მიმდინარე წლის 16 სექტემბერს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალი სასწავლო წელი იწყება, თუმცა ბევრი  სკოლა სწავლის დაწყებას ინფრასტრუქტურული ხარვეზებით ხვდება. არიან სკოლები, სადაც მასწავლებლების დეფიციტია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასაუბროდ Etaloni.ge სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა:

აბაშის მუნიციპალიტეტის გეზათის საჯარო სკოლის დირექტორი - ნათელა კიკაბიძე:

„ჩვენს სკოლაში კადრების დეფიციტის პრობლემა ამ ეტაპზე არ გვაქვს, თუმცა გამოვაცხადეთ შიდა ვაკანსიები. ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით კი ორ პროექტს ვახორციელებთ, სარემონტოა სკოლის დერეფნები“.

თბილისის N119 საჯარო სკოლის დირექტორი - პაატა რაზმაძე:

„ჩვენი სკოლის მთავარი პრობლემა ინფრასტრუქტურული საკითხია. სახელმწიფო ამ თვალსაზრისით ეტაპობრივად გამოყოფს თანხებს, თუმცა ყველა სკოლის დაფინანსება დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული. რაც შეეხება კადრებს, ამ თვალსაზრისით ნამდვილად კმაყოფილი ვარ, სკოლაში ძალიან კარგი პედაგოგები ასწავლიან, 4 მასწავლებელი პენსიაზე მიდის. შესაბამისად, გაკვეთილებს ძირითადად ახალგაზრდა პედაგოგები ჩაატარებენ.  გარდა ამისა, სკოლაში ახალი მასწავლებლების შესარჩევად გამოცხადებული გვაქვს ვაკანსიები“.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ითხვისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი - ომარ ფალავანდიშვილი:

„ჩვენი სკოლის ყველაზე დიდი პრობლემა ინფრასტრუქტურის საკითხია სველ წერტილებსა და სპორტულ დარბაზში, რადგან სპორტდარბაზში წყალმა იატაკი დააზიანა. კადრების თვალსაზრისით ამ ეტაპზე  პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს. 7 პედაგოგი ჯილდოზე წავიდა და დღეს, 3 ვაკანსია გამოვაცხადე. იანვრიდან კი ალბათ ახალი ვაკანსიებიც გამოცხადდება“.

თბილისის N207 საჯარო სკოლის დირექტორი-ზურაბ ჩხაიძე:

„ჩვენი სკოლის სპორტდარბაზი 10 წელია რემონტდება და ჯერ კიდევ ვერ დასრულდა რეაბილიტაციის პროცესი. კადრების შესარჩევად 3 ვაკანსია უკვე გამოვაცხადეთ: ფიზიკა, ქიმიასა და ბუნებისმეტყველებაში“.

მარტვილის მუნიციპალიტეტის ზედა ხუნწის საჯარო სკოლის დირექტორი - სოსო წულაია:

„ყველაზე მთავარი საკითხი ჩვენი სკოლისთვის კადრების დეფიციტია. ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით ამ ეტაპზე პრობლემები არ გვაქვს“.

ზურაბ ბეგიაშვილის სახელობის გარდაბნის მუნიციპალიტეტის კუმისის საჯარო სკოლის დირექტორი - ლელა ქობულაძე:

„ჩვენს სკოლაში მრავალი ინფრასტრუქტურული პრობლემაა გადასაჭრელი, რადგან არ გვაქვს ცენტრალური გათბობა და სველი წერტილები. სკოლა მთლიანად სარეაბილიტაციოა, და მას მხოლოდ სახურავი შეუცვალეს.  სკოლა ჩასმულია სარეაბილიტაციო სკოლების სიაში და ველოდებით მის შერემონტებას“.

მარტვილის მუნიციპალიტეტის ჯოლევის საჯარო სკოლის დირექტორი - პლატონ ძიძიგური:

„ინფრასტრუქტურული საკითხები ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზე არ არის მოსაგვარებელი. საპირფარეშოს რეაბილიტაცია კი ახლა მიმდინარეობს. რაც შეეხება კადრებს, ჩვენს სკოლაში ძირითადად ახალგაზრდები ასწავლიან, შესაბამისად, ჯილდოზეც არავინ გასულა“.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი - დინარა პირველი:

„ჩვენი სკოლის 3 პედაგოგი ჯილდოს იღებს და მათ ადგილას სერტიფიცირებულ პედაგოგებს მოვიაზრებთ, თუმცა პრობლემა გვაქვს სპორტის პედაგოგთან დაკავშირებით, რადგან აღნიშნული საგნის სერტიფიცირებული პედაგოგი, შესაბამისი კვალიფიკაციით ამ დრომდე არ გამოჩენილა. სხვა საგნის მასწავლებლების დეფიციტი ჩვენს სკოლას არ აქვს. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, სკოლაში გავარემონტეთ 3 ოთახი. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, მზად ვართ ახალი სასწავლო წლის დასაწყებად“.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება