სიახლეები
სიახლეები

როდის გამოქვეყნდება უფასო ფაკულტეტების სია?! - განათლების სამინისტროს განმარტება
19-08-2019
-
+

2019 წლის უფასო ფაკულტეტებთან დაკავშირებით ინფორმაციას აბიტურიენტები მოუთმენლად ელიან. თითქმის ორი კვირის წინ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე კომისიას ერთი შეხვედრა ჰქონდა დარჩენილი და უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალს აბიტურიენტები უახლოეს პერიოდში გაიგებდნენ, თუმცა როგორც ხედავთ სია ჯერ ისევ არ გამოქვეყნებულა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აპელაციის შედეგები მიმდინარე კვირის ბოლოსთვის იქნება ცნობილი, აპლიკანტებს კი საკუთარი არჩევანის გაკეთება და სასურველი უნივერსიტეტების, პროგრამების შერჩევა აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მეორე დღის ჩათვლით შეეძლებათ.

etaloni.ge  ინფორმაციის მისაღებად თუ როდის გამოქვეყნდება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ფაკულტეტების სია კიდევ ერთხელ დაუკავშირდა განათლების სამინისტროს, თუმცა მათგან კონკრეტული პასუხი ისევ ვერ მივიღეთ.

უწყების განმარტებით, უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი ცნობილი მიმდინარე კვირის განმავლობაში გახდება და მანამდე გამოქვეყნდება, ვიდრე აბიტურიენტები აპელაციის შედეგებს გაიგებენ.

შეგახსენებთ, რომ წინა წელს უფასო ფაკულტეტების სია აგვისტოს დასაწყისში გამოქვეყნდა. იხილეთ რომელი პროგრამები დაფინანსდა 2018 წელს.

ასევე იხილეთ: „სტუდენტებს ფულს ვუხდით იმისთვის, რომ დაუსაქმებლები იყვნენ“ - რას ფიქრობენ განათლების სპეციალისტები უფასო ფაკულტეტების გაუქმებაზე

კომენტარები

ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო

საზოგადოება