სიახლეები
სამასწავლებლო

„თავდაცვა და უსაფრთხოება“- რას ფიქრობენ სკოლის დირექტორები ახალი საგნის შესახებ?
14-08-2019
-
+


2020 წლის შემოდგომის სასწავლო სემესტრიდან სკოლებში  საგანითავდაცვა და უსაფრთხოებადაინერგება. ახალ საგანი მოსწავლეებს ეროვნულ გმირებსა და უახლესი ისტორიის ფაქტებს გააცნობს, მათ შორის, აქცენტი იქნება 2008 წლის აგვისტოს ომზე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საგნის პედაგოგები სამხედრო პირები იქნებიან.

თავდაპირველად ახალი საგანი, სავარაუდოდ, თბილისისა და რეგიონების 10-20 სკოლაში დაინერგება.

etaloni,ge - დაინტერესდა ახალ საგანთან დაკავშირებით რას ფიქრობენ სკოლის დირექტორები. ასევე, მათთვის რამდენად მისაღებია, რომთავდაცვასა და უსაფრთხოებასსამხედრო პირები ასწავლიდნენ?

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის რკვიის საჯარო სკოლის დირექტორი ილარიონ ლაბაძე: „ცუდი მაგ საგანში არაფერი არ იქნება. გარდა დირექტორობისა, სკოლაში ისტორიასაც ვასწავლი და შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი საკითხებს ისტორია მოიცავს, მაგრამ უფრო ფართო სპექტრით თუ იქნება წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება.

ჩემი აზრით, ამ საგანს ისტორიის მასწავლებელიც შეასწავლიდა და აუცილებელი არაა სამხედრო პირმა ასწავლოს. იარაღის გამოყენებაზე ხომ არ არის აქ ლაპარაკი, როგორც ადრე იყო, კომუნისტების პერიოდში, სამხედრო პირისგან სწავლება ამ შემთხვევაში იქნებოდა სასურველი, ვინც იცის იარაღის მოხმარება, აწყობა- დაშლა.“

ხონის მუნიციპალიტეტის ხიდის საჯარო სკოლის დირექტორი ციალა უგულავა: „ვფიქრობ, ახალი საგანი ძალიან კარგი იქნება. უახლესი ისტორია, რაც ჩვენს ქვეყანას შეეხება, ძალიან საინტერესოა. კარგი იქნება მოსწავლეები უფრო ნათლად თუ გაეცნობიან აგვისტოს ომს, რა იყო, რა მოხდა და ინფორმაციას თუ გადასცემენ  შემდეგ თაობებს.

მე ზუსტად ვერ გეტყვით სამხედრო პირები უნდა იყვნენ თუ არა ამ საგნის მასწავლებლები. ეს თუ მიღებული იქნება განათლების სამინისტროს მიერ, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით. ალბათ, სამხედროები გაივლიან შესაბამის მომზადებას. კარგიც იქნება თუ ეს ჩვენს ეროვნულ  სასწავლო გეგმას არ გასცდება.“

თერჯოლის მუნიციპალიტეტის თუზის საჯარო სკოლის დირექტორი თინა დათუაძე: „ამ საგნის სკოლებში სწავლება მისასალმებელი იქნება. თუკი იქნება შესაძლებლობა, რომ „თავდაცვა და უსაფრთხოება“ სამხედრო პირებმა, სათანადო ცოდნის სპეციალისტებმა ასწავლონ,  ვფიქრობ, არ იქნება პრობლემა.“

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ოქტომბრის საჯარო სკოლის დირექტორი თენგიზ ალმასია:  „მისასალმებელია სკოლებში ამ საგნის სწავლება. აგვისტოს ომის თემა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით, ამ თემას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, რადგან რაც მოხდა, ის უბედურება და ტრაგედია, ეს არის ჩვენი  საქართველოს ისტორია და ახალგაზრდობას უნდა ვუთხრათ, რომ რაც ჩვენ გამოვიარეთ ძალიან ცუდი იყო.

ეს  არის ისტორიული საკითხები, რამაც პატრიოტული მგრძნობელობა უნდა  გაუღვიძოს ბავშვებს. სამხედრო თუ იქნება კარგი, მაგრამ უფრო აჯობებს  ჰუმანიტარული მიმართულების პედაგოგები მოიძებნოს.“

ხონის მუნიციპალიტეტის ახალბედისეულის საჯარო სკოლის დირექტორი ნუნუ თოშხუა: „დადებითი დამოკიდებულება მაქვს ამ სიახლის მიმართ. საინტერესოა ყველანაირად, ისტორიულად, განათლების თვალსაზრისით. ჩვენი წარსულის შესახებ ინფორმაცია ბავშვებს რეალურად, სამართლიანად უნდა მივაწოდოთ.

კადრები გაჭირდება ალბათ. ჩემი აზრით, საინტერესო იქნება ომის შესახებ სამხედროებმა რომ ასწავლონ, თუმცა ისტორიის მასწავლებლებიც შეძლებენ მის სწავლებას.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ჟოშხის საჯარო სკოლის დირექტორი გაიოზ ჭინჭარაძე: „უსაფრთხოება ისწავლება სკოლაში და ისტორიაშია შესული ეროვნული გმირების შესახებ მასალები, თუმცა შეიძლება ეს საგანიც, რატომაც არა? მივესალმები თანამედროვე გმირები რომ იცოდენ ბავშვებმა უფრო კარგად.

სამხედრო პირებმა რომ ასწავლონ როგორ არ შეიძლება. ომის მონაწილეები თუ იქნებიან, ვეტერანები, კი ბატონო. ბავშვი სამხედრო პირს რომ ნახავს, უფრო დაინტერესდება, ალბათ.

ხონის მუნიციპალიტეტის გორდის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა გელენიძე: „ამ ახალი საგნის სწავლება მისაღებია, რადგან ბავშვებმა უნდა იცოდნენ ისტორია, უნდა ქონდეთ ინფორმაცია სამშობლოსათვის თავდადებული გმირების შესახებ.

„თავდაცვა და უსაფრთხოება“ ვინ უნდა ასწავლოს ზუსტად არ ვიცი. სამხედრო პირებთან დაკავშირებით მიჭირს თქმა. ალბათ, სასურველია მასწავლებელმა ასწავლოს.“

შუახევის მუნიციპალიტეტის კვიახიძეების საჯარო სკოლის დირექტორი თამაზ დიასამიძე: „ჩემი ზარით, ძალიან კარგი იქნება ამ საგნის სწავლება, რადგან ბავშვები ფაქტობრივად მოწყვეტილი არიან ისტორიას ამ კუთხით. მოსწავლეებს  საინტერესო ინფორმაცია მიეწოდებათ.“

ამ საგნის სწავლებაში სამხედრო პირის აუცილებლობას ვერ ვხედავ. სკოლებში არიან სამოქალაქო განათლების მასწავლებლები და შეიძლება, რომ ისინი ასწავლიდნენ. ისინი გაივლიან შესაბამის ტრენინგებს. ეს ხომ იარაღის დაშლა- აწყობა არ არის და რა აუცილებლობაა სამხედრო პირმა ასწავლოს.

ხულოს მუნიციპალიტეტის გელაურის საჯარო სკოლის დირექტორი ანზორ მუშარბაძე: „ანალოგიური საკითხები  მოსწავლეებმა, შესაძლოა, ზედაპირულად გაიარონ  ისტორიის წიგნებში, მაგრამ ამ წამოწყებას მართლა მივესალმები იმის გამო, რომ დღევანდელი ჩვენი სახელმწიფოებრიობა აგებულია და ჩვენი დამოუკიდებლობის ძირითადი თვისებაც არის ის, რომ,  აი, იმ დღეებმა მოიპოვა ეს მართლაც და ჩვენი ქვეყნისთვის უპოვარი თავისუფლება. მოსწავლეებმა ცალ-ცალკე  უნდა იცოდნენ მათი სახელები და გვარები, დაბადების წლები, მათი ოჯახის წევრები. ჩემთვის ეს მისაბაძი მაგალითებია და  ამ სულისკვეთებით, ამ მაგალითებზე რომ გაიზრდებიან ბავშვები, მათ ცხოვრებაში ეს უკვე რაღაცას ნიშნავს. თანამედროვე სკოლის ლიტერატურაში ამ თემების ანალოგი შეიძლება ვერც მოვძებნოთ.

ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს ვინ ასწავლის ამ საგანს. პედაგოგი,  რა თქმა უნდა, კომპეტენტური უნდა იყოს ამ საკითხებში. მთავარი იდეა ის არის, რომ მოსწავლემდე სწორად მიიტანოს ის, რაც უნდა მიიტანოს, თორემ შეიძლება სამხედრო პირიც იყოს და ისტორიის მასწავლებელიც. ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ.  თუ  აუცილებელია სამხედრო პირმა ასწავლოს, დავეთანხმები, რადგან იქ რაღაც ჩაღრმავებული დეტალები იქნება, ვთქვათ, როგორ ჩაიდინა გმირობა. ის უფრო სხვანაირად აღწერს ამბავს.“

ხულოს მუნიციპალიტეტის პანტნარის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ მარკოიძე: „ამ საგნის სწავლება, რა თქმა უნდა,  კარგი  იქნება. რასაც ახალს შეისწავლიან ბავშვები, ყველაფერი კარგია. უნდა იცოდეს მომავალმა თაობამ სიმართლე, რაც მოხდა აგვისტოს ომის დროს.

სამხედრო პირები თუ ასწავლიან  კარგი იქნება. ალბათ, სამხედრო მოქმედებებსაც შეისწავლიან ბავშვები. მთლიანობაში,  მე დადებითად მიმაჩნია ეს სიახლე.“


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
NAEC ერთთვიან ვადას ასახელებს - დეტალები
„ჩემს მოსწავლეებს მოვუყვები რა გზა გაიარა გიორგი მამარდაშვილმა საქართველოს ნაკრების გმირობამდე...“
პიროვნება
ის მომავალი თაობის პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებასა და წარმატებულ მომავალზე აქტიურად ზრუნავს
სკოლები
მოსწავლეებმა მხატვრულად წაკითხული პოეზიით დამსწრე საზოგადოება მოხიბლეს
სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო, ნაყოფიერი, შედეგზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული
საინტერესო
სწავლობენ სხვისი აზრის გათვალისწინებას და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთი ადამიანის წვლილი საერთო და მასშტაბურ საქმეში
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
სიახლეები
საზოგადოება