სიახლეები
სამასწავლებლო

„პროფესიულ ზრდაში უხდის დიდ თანხას სახელმწიფო მასწავლებელს და ეს შესაძლებლობა მან უნდა გამოიყენოს“ - სკოლის დირექტორები მიმდინარე ცვლილებებზე
14-08-2019
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, განათლების სფეროში გასულ წელს დაანონსებული რეფორმების პირველი ეტაპი მიმდინარე წელს, ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელ საგნებში ცვლილებებითა და სკოლის საატესტატო გამოცდების გაუქმებით უკვე დაიწყო. რეფორმის თანახმად, მომავალი წლის იანვრამდე, პრაქტიკოს მასწავლებლებს ორჯერ ეძლევათ საშუალება, დაადასტურონ მინიმალური კომპეტენცია და აიმაღლონ სტატუსი, წარუმატებლობის შემთხვევაში კი, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, ისინი სკოლას დატოვებენ. მომავალი წლიდან, ამავე რეფორმის ფარგლებში, ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი სავალდებული საგნების ნუსხიდან „ზოგადი უნარები“ არჩევით საგანთა ჩამონათვალში გადაინაცვლებს.

მიმდინარე ცვლილებებს etaloni.ge-სთან სკოლის დირექტორები აფასებენ:

 - მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო შედეგები ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, გექნებათ ინფორმაცია თქვენი სკოლის კურსდამთავრებული აბიტურიენტების შესახებ. პირველადი შეფასებით, გაამართლეს თუ არა თქვენი მოლოდინი მოსწავლეებმა, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე გავიდნენ? 

სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ საჩხერის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ირმა კაპანაძე:



ჩემი სკოლის მაგალითზე, შედეგებით არ ვარ უკმაყოფილო, თუმცა ჯერ კიდევ არის მოსალოდნელი ცვლილებები. გვყავს როგორც მაღალქულიანი, ასევე საშუალოქულიანი აბიტურიენტები. ზოგადად კი, როგორც ველოდით, ქართული ენის გამოცდა საკმაოდ გართულებული იყო და შესაბამისად, ბევრია მხატვრული ტექსტის ანალიზის განულებული ქულები, რაც წინა წლებში არ ყოფილა. ვიცოდით, რომ მკაცრი იქნებოდა უფრო მეტად ქართულის შეფასება და მოლოდინიც გამართლდა.

შარშანდელთან შედარებით რა ცვლილებებიც შევიდა ქართულსა და გეოგრაფიაში, ამ ცვლილებებმა გაართულა ზღვრის გადალახვა. უფრო მეტი იქნება წელს ჩაჭრილი აბიტურიენტი, რადგან საატესტატო გამოცდები რა კატეგორიასაც ცხრილავდა, ის კატეგორიაც ეროვნულებზე დარეგისტრირდა, შესაბამისად, საატესატატო გამოცდებმა კი არ ჩაჭრა ბავშვები, მთელი ეს პროცენტულობა ეროვნულ გამოცდებზე გადავიდა. გარდა ამისა, შარშანდელ საატესტატო გამოცდებზე ჩაჭრილმა ყველა მოსწავლემ მიიღო ატესტატი და შესაბამისად, წელს აბიტურიენტთა რიცხვიც გაიზარდა.

სსიპ ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N 1 სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე:


ძალიან კარგი შედეგები გვქონდა, სამი მედალოსანი მყავდა და სამივემ ძალიან მაღალი შეფასებები მიიღო. გარდა ამისა, მათ დაემატა კიდევ სხვა წარმატებული მოსწავლეები, მათი შედეგებიც საკმაოდ მაღალია. იყო არაჩვეულებრივი სიტუაცია გამოცდებზე და მოსწავლეები ძალიან კმაყოფილი არიან, თუმცა უნარების მეორე ვარიანტი ცოტა რთული იყო და გაუჭირდათ. საბოლოოდ,ძალიან კარგი შედეგები მივიღეთ.

სსიპ ქალაქ ვანის N 1 საჯარო სკოლის დირექტორი ვალერი კანკაძე:


ვისგანაც მოლოდინი გვქონდა, ყველამ გაამართლა, მაგრამ არიან მოსწავლეები, რომლებმაც პროფესიული სასწავლებლის გზა აირჩიეს, რადგან პროფესიული დარგები 21-ე საუკუნის საქართველოში პრიორიტეტულია, სადაც მოკლე დროში უფასოდ ეუფლები პროფესიას და ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაში, დაუბრკოლებლივ იღებ სამსახურს.უმაღლესდამთავრებულ ადამიანებს სამსახურის შოვნაც მეტად უჭირთ და მეტი დროც სჭირდებათ პროფესიის შესაძენად. ამიტომ ჩვენი ბავშვების ნაწილმა გადაწყვიტა, ჯერ პროფესიას დაეუფლოს და შემდეგ, თავისი შრომით გადაიხადოს უმაღლესი სასწავლებლის გადასახადი, რაც მისასალმებელია.

- წელს პირველად, უკლებლივ ყველა მოსწავლემ ატესტატი საატესტატო გამოცდების ჩაბარების გარეშე აიღო. როგორ შეაფასებდით უწყების მიერ განხორციელებულ ამ რეგულაციას და რა შედეგი ექნება მას სამომავლოდ?

ირმა კაპანაძე: საატესტატო გამოცდების გაუქმებას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. დადებითი ისაა, რომ ბავშვებს დამატებითი სტესულიგარემო ავარიდეთ და მივეცით მეტი დრო კონკრეტულ საგნებზე სამუშაოდ. უარყოფითი შედეგი ისაა, რომ მეტად მობილიზებული იყვნენ, გამოცდების გაუქმების შემდეგ კი, საერთოდ მოეშვნენ, აღარც სკოლაში სიარული უნდოდათ... მომავალი წლისთვის თუ რაღაც არ შეიცვალა, ან რეგულაციები არ გამკაცრდა, უფრო მეტად არ მოვა მეთორმეტე კლასელი სკოლაში, ვგულისხმობ იმ ბავშვებს, ვისაც სწავლის მოტივაცია დაბალი აქვთ, მაგრამ გამოცდების შიშით მაინც დადიოდნენ სკოლაში. 

ფაქიზო ფანჩულიძე: ბავშვებს, რა თქმა უნდა, გაუხარდათ გამოცდების გაუქმება, მაგრამ ვფიქრობ, რომ სკოლის დამთავრების დასადასტურებლად, რაღაც ტიპის საატესტატო გამოცდა აუცილებელია. თუნდაც იმ კუთხით, რა მიმართულებითაც მოსწავლე აპირებს ჩაბარებას. არ ვთვლი მართებულად, რომ ატესტატი ასე უბრალოდ გაიცემოდეს. რა თქმა უნდა, ე.წ. კატის გამოცდებს ძალიან დიდი მღელვარება ახლდა, მაგრამ არჩევანი უნდა დავუტოვოთ აქაც ბავშვებს. რა კუთხითაც განვითარება ან განათლების მიღება სურთ, საატესტატო გამოცდაც, შესაბამისად, იმ კუთხით უნდა ჩააბარონ, რაც იქნება ერთგვარი მზაობაც ეროვნული გამოცდებისთვის. საატესტატო გამოცდის ფორმა უნდა შეიცვალოს. მე ვთვლი, რომ მოსწავლე სკოლას გამოცდების გარეშე არ უნდა ამთავრებდეს.

ვალერი კანკაძე: საატესტატო გამოცდების გაუქმება არის სწორი ნაბიჯი, რადგან სკოლამ უნდა დაიბრუნოს თავის ფუნქცია. მშობლებისგან ამდენი ხნის განმავლობაში ხშირად გამიგია, რომ რა ვქნა, თუ არ სწავლობს, მეთერთმეტე-მეთორმეტე კლასში მოვამზადებ მასწავლებელთან, აიღებს ატესტატს დაუმაღლეს სასწავლებელშიც ჩააბარებსო. გარდა ამისა, მასწავლებელი მაქსიმალურად მაინც არ იყო ჩართული სასწავლო პროცესში, რადგან მთელი ყურადღება რეპეტიტორობაზე ჰქონდა გადატანილი, ვისთანაც ბავშვები ხშირად იმის გამო დადიოდნენ, რომ როგორმე საატესტატო გამოცდები ჩაებარებინათ.

- როგორც სამინისტროს მიერ უკვე დაანონსდა, მომავალი წლიდან „ზოგადი უნარები“ ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელ სავალდებულო საგანთა ნუსხიდან, არჩევითი საგნების ჩამონათვალში გადაინაცვლებს. ამ ცვლილებას როგორ შეაფასებდით?

ირმა კაპანაძე: მივესალმები ამ ცვლილებას. თუ გავითვალისწინებთ, რომ „უნარების“ ლოგიკური და სააზროვნო დავალებები, სხვა სავალდებულოდ ჩასაბარებელ საგანებში ადაპტირდება და ამავე დროს, უნივერსიტეტებს ექნებათ საშუალება, „ზოგადი უნარები“ სურვლისამებრ, მეოთხე საგნად აირჩიონ, ეს იქნება ძალიან კარგი. მე ვფიქრობ, რომ მაგალითად, უფრო უპრიანია ბიოლოგია და ქიმია იცოდეს კარგად მომავალმა ექიმმა, ვიდრე უნარები. გარდა ამისა, ზოგს აქვს ჰუმანიტარული და ზოგს მათემატიკური აზროვნება, ამიტომ რა მიმართულებითაც შეუძლია განვითარება ახალგაზრდას, მივცეთ საშუალება, იმ მიმართულებით ჩააბაროს.

ფაქიზო ფანჩულიძე: ბავშვების განწყობა იყო ძალიან პოზიტიური, როდესაც გაიგეს, რომ მომავალი წლიდან უნარების გამოცდები აღარ იქნება სავალდებულო. მშობლებიდან გამომდინარე, უნარების მიმართ განწყობა ყოველთვის ნეგატიური იყო, აღნიშნული ცვლილება პედაგოგებმაცდადებითად შეაფასეს. საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ უნარები ლოგიკურ აზროვნებას უწყობს ხელს, მაგრამ შეიძლება საგანთან ადაპტირებულად ისეთი ამოცანის, ისეთი კითხვის შედგენა, სადაც ლოგიკური აზროვნება გამოვლინდება. აქედან გამომდინარე, უნარების გამოცდის ამოღებას ძირითადისაგნების ნუსხიდან, მივესალმებით.

ვალერი კანკაძე: სასწავლო პროცესებთან მიმართებაში, უნარებს არაფერი საერთო არა აქვთ, შეიძლება რაღაც გარკვეულ ცხოვრებისეულ მიმართულებას ავითარებდეს, მაგრამ ადამიანის ჭეშმარიტპროფესიონალად ჩამოყალიბებაში ეს მას ვერ დაეხმარება. 

- უკვე თითქმის ცნობილია პედაგოგთა კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდების პირველადი შედეგები. რამდენი პედაგოგი გავიდა თქვენი სკოლიდან გამოცდაზე და რა მოლოდინი გაქვთ მათგან?

ირმა კაპანაძე: ჩემს სკოლაში ძალიან ბევრი უფროსი და წამყვანი მასწავლებელია და რამდენიმე იყო დარჩენილი, რომლებსაც საკმაო კრედიტი აქვთ მოგროვებული, მაგრამ კომპეტენციის დადასტურება მაინც სჭირდებათ. როგორც მოლოდინი, ასევე შედეგები, საკმაოდ მაღალია. დარჩენილი გვყავდა მასწავლებლების ის კატეგორია, რომლებსაც წინა წლებში გაუჭირდათ გამოცდების ჩაბარება, მაგრამ მართლა დაუღალავად ვიშრომეთ მე და ჩემი სასწავლო ნაწილის გამგემ წლის განმავლობაში, მოვისმინეთ და დავგეგმეთ არაერთი გაკვეთილი, რომელსაც მერე ვარჩევდით და ვცდილობდით, რომ მასწავლებელთა კომპეტენცია აგვემაღლებინა. შეფასების ჯგუფმა ამისათვის, ძალიან ბევრი იმუშავა. შესაბამისად, რეფორმის ფარგლებში, მეტი მოტივაციადა ხელფასის მომატების სურვილიც გაჩნდა.გარედა ამისა, გაჩნდა განცდა იმისა, რომ ვისაც სისტემაში დარჩენა უნდა, გამოცდებზე უნდა გავიდეს. ასაკით პენსიონერი ჩვენი 5 პედაგოგი სისტემიდან გადის. ამ გამოცდების შედეგად, ვფიქრობ, რომ ფაქტობრივად, აღარ დამრჩება პრაქტიკოსი მასწავლებელი სკოლაში.

9 წლის განმავლობაში მაქსიმალურად ცდილობდა სახელმწიფო, დაეხელოვნებია მასწავლებელი, არაერთი ტრენინგით, არაერთი საშუალებით, არაერთი გზით შეეძლო მასწავლებელს კომპეტენციის ამაღლება. და თუ ამ 9 წლის განმავლობაში მასწავლებელმა ვერ მოახერხა ზრდა და წინსვლა, მაშინ მე ნამდვილად ვთვლი, რომ ასეთი მასწავლებელი სკოლიდან უნდა წავიდეს.

ფაქიზო ფანჩულიძე: საბედნიეროდ,ჩვენი სკოლა ერთ-ერთი წარმატებული სკოლაა მასწავლებელთა პროფესიული კადრის მიმართულებით, მხოლოდ 5-6 მასწავლებელი გადიოდა გამოცდაზე, დანარჩენი ყველა მაღალკვალიფიციური მყავს. ვთვლი, რომ მასწავლებელი, რომელიც პროფესიულ ზრდაზე არ ფიქრობს, თანამედროვე სკოლაში არ უნდა დარჩეს, რადგან მისი ჩატარებული გაკვეთილებით 21-ე საუკუნის ახალგაზრდები შორს ნამდვილად ვეღარ წავლენ.

მეტი ღირსეული დაფასება რა უნდა თუნდაც პენსიონერ მასწავლებელს, როდესაც ორი წლის ფულად ჯილდოს ღებულობს და სარგებლობს ძალიან დიდი უპირატესობებით მაშინაც, თუ სკოლიდან წავა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანაში, არც ერთი სფეროს წარმომადგენელს არ აქვს ისეთი ხელშეწყობა და დაფასება, როგორც მასწავლებელს. პროფესიულ ზრდაში უხდისდიდ თანხას სახელმწიფო მასწავლებელს და ეს შესაძლებლობა მან უნდა გამოიყენოს.

ვალერი კანკაძე: ჩემი მასწავლებლების გარკვეული კატეგორია სერთიფიცირებულია, მაგრამ პენსიონერ პედაგოგთა 30-35-მა პროცენტმა ამჯობინა ღირსეულად გასვლა პენსიაზე. თავს ვერ დავდებთ და ვერ ვიტყვით, რომ ნებისმიერ შემთხვევაში გამოცდაჩაბარებული მასწავლებელი ჯობია პრაქტიკოს მასწავლებელს, რადგან შესაძლოა, გამოცდა ჩააბაროს მასწავლებელმა და ვერ აღზარდოს თაობები, ან პირიქით. თუმცა 21-ე საუკუნის სკოლაში პედაგოგმა, თავისი საგანი უნდა ჩააბაროს, იყოს კომუნიკაბელური და ერკვეოდეს თანამედროვე ტექნოლოგიებში.

 

- და ბოლოს, როგორ ფიქრობთ, მოსწავლის შემდგომი წარმატებები, რასაც ის ეროვნულ გამოცდებზე მიაღწევს, უშუალოდ სკოლის დამსახურებაა თუ უფრო მეტად რეპეტიტორის?

ირმა კაპანაძე: ერთმნიშვნელოვნად ამაზე პასუხს ვერ გავცემ, რადგან მოსწავლის შემდგომ წარმატებებს ძალიან ბევრი ფაქტორი განაპირობებს. ეს პირველ რიგში არის სკოლა, სკოლაში ჩამოყალიბებული კულტურა, სკოლის მასწავლებელი, რომელიც პირველად უსაზღვრავს გემოვნებას და მიმართულებას აძლევს მოსწავლეს, რა კუთხით იპოვოს თავი, შემდეგ უკვე, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, რეპეტიტორსაც გარკვეული წვლილი მიუძღვის. ზოგადად, ადამიანის წარმატებულ პიროვნებად ჩამოყალიბებაში, უდიდესი მნიშვნელობა აქვს პროფესიონალ მასწავლებელს, ოჯახსა და გენეტიკას, ერთად. ცალსახად ვერ გამოვყოფ.

ფაქიზო ფანჩულიძე: რეპეტიტორობის ინსტიტუტი განსაკუთრებით აქტიურდება დამამთავრებელ ან მეთერთმეტე კლასში. ჩვენ ვიცით წარმატებული სკოლები და მათი შედეგები, წლების წინ, როცა სკოლის დირექტორად მოვედი, 460-მდე ბავშვი იყო და დღეს ჩემს სკოლაში 740 ბავშვი ირიცხება. აქედან გამომდინარე, მქონდა ორიენტირი რაოდენობაზე, შედეგზე და აკადემიურ დონეზე. წელს პირველ კლასში, ჩემ სკოლაში,მივიღეთ 84 მოსწავლე, როცა მთელი სკოლების მასშტაბით მხოლოდ 100-მდე პირველკლასელი შემოდის. აქედან გამომდინარე, თუ სკოლა არ იძლევა რაიმე ბერკეტს, საშუალებას, ამდენი მსურველი ამ სკოლაში შემოსვლის არ იქნება, თუმცა იმ ილუზიისგან შორსა ვარ, რომ ჩვენი მასწავლებლები მაქსიმუმს აკეთებენ. რა თქმა უნდა, მასწავლებელთა დიდი ნაწილი რეპეტიტორობითაა დაკავებული, და შეიძლება ითქვას, თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს სკოლაში არ იხარჯება, მაგრამ კატეგორიზაცია გვაძლევს საშუალებას იმისა, რომ მასწავლებელი უფრო აქტიურად დაიხარჯოს სკოლაში, რათა ნელ-ნელა რეპეტიტორობის ინსტიტუტი გადავარდეს.

ჩემი, როგორც ერთ-ერთი წარმატებული სკოლის დირექტორის თხოვნაა, გაითვალისწინონ, რომ ჩვენი სკოლა, საკუთარი რესურსით, სამი წლის განმავლობაში, „მილენიუმის“ ფარგლებში, სრულიად უანგაროდ ემსახურებოდა 40 სკოლის 200 მასწავლებელს ყოველ შაბათ-კვირას, ჩვენ ვითვლებოდით მასწავლებელთა სახლის პარტნიორ სკოლად. ძალიან გვინდა, თუნდაც ამ უშურველი დახმარების გამო, ჩემი სკოლა გაითვალისწინონ და მომავალი სასწავლო წლიდან ჩაგვრთონ სისტემაში, რასაც „ახალი სკოლის მოდელი“ ჰქვია.

ვალერი კანკაძე: მოსწავლის წარმატების სადღაც 30 პროცენტი სკოლის, 70 პროცენტი კი, ოჯახის და იმ გარემოს დამსახურებაა, სადაც ის იზრდება. ერთ კლასში ზის 18 მოსწავლე, ამ ჯგუფიდან დაინტერესებული მშობელი ვისაც ჰყავს, რომელიც პირველი კლასიდან მოდის ბავშვთან ერთად და ყურადღებას არ ადუნებს, მისიშვილი უფრო წარმატებულია, ვიდრე მათი, ვისი მშობლებიც არ ერთვებიან სასწავლო პროცესში, ან არიან საზღვარგარეთ და შვილი ვიღაცის ანაბარა ჰყავთ. უდიდესი მნიშვნელობა აქვს მოსწავლის სწავლა-სწავლების მეთოდების დაუფლებაში მშობელს და გარემოს, სადაც ბავშვი იზრდება.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება