სიახლეები
სიახლეები

2019 წლის ბოლომდე სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ბლოკჩეინ სისტემაში ინტეგრირდება
14-08-2019
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ამერიკელ ექსპერტთა ჯგუფის ჩართულობით ახორციელებს პროექტს, რომელიც გულისხმობს სკოლის ატესტატის, პროფესიული და უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულების დიპლომების ბლოკჩეინ სისტემაში რეგისტრაციას.

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, სპეციალური QR-კოდის მეშვეობით მომხმარებელი ადვილად შეძლებს პოტენციური დამსაქმებელისთვის სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენასა და დადასტურებას.

„ინფორმაცია თავმოყრილი იქნება ერთიან სისტემაში, რომელშიც გარანტირებულია მომხმარებლის პირადი მონაცემების უსაფრთხოება. აღნიშნული პროექტი, რომელიც წლის ბოლომდე განხორციელდება, თანამედროვე ტექნოლოგიებთან ინტეგრაციის პროცესში და „ციფრულ სამყაროსთან" დაახლოებისთვის უმნიშვნელოვანესია“,-აცხადებენ უწყებაში.

განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ბლოქჩეინ სისტემა არის მაღალტექნოლოგიური და ყველაზე დაცული სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს განათლების ხარისხისა და პროცესების გაუმჯობესებას.

„დაახლოებით ერთი თვის წინ ხელი მოვაწერეთ ტექნოლოგიების სფეროში ამერიკულ წამყვან კომპანია „კარდანო ჯგუფთან“ მემორანდუმს, რაც გულისხმობს განათლების მიმართულებით ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დანერგვას. დღეს გვსტუმრობდნენ ამერიკელი ექსპერტები, ამ სფეროს სპეციალისტები „კარდანო ჯგუფიდან“, რომლებიც ჩვენს ქართველ სპეციალისტებთან ერთად აქტიურად მუშაობენ და სექტემბერში უკვე წარმოადგენენ კონკრეტულ სისტემას. სისტემა გულისხმობს სკოლის, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების დიპლომებისა და სახელმწიფო სერთიფიკატების გადაყვანას ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე. აქტიურად მიდის თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან და ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე უკვე დავასრულებთ სამუშაოებს, შესაბამისად, მთელი განათლების სისტემის ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე გადაყვანა სრულად განხორციელდება. ეს არის მაღალტექნოლოგიური და ყველაზე დაცული სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროში განათლების ხარისხისა და პროცესების გაუმჯობესებას“,- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ 1422 პირს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭება
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
სკოლები
მოსწავლეები სახალისო აქტივობებშიც ჩაერთნენ და გააფერადეს და დახატეს თემატური ნამუშევრები
მასწავლებელმა ისაუბრა ქართული ჯარის სიძლიერეზე, მოქალაქეობრივ ვალზე
ბავშვებმა კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ
TEM მიმართულების მასწავლებლები: ხატია კოჩალიძე და მარიკა ცინცაძე გახლავთ
მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და ანბანის მნიშვნელობაზე ისაუბრეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება