სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა შემთხვევაში უნდა წარადგინონ აბიტურიენტებმა 20 აგვისტომდე ატესტატი და ვის შეიძლება გაუუქმდეს ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგები?!
18-08-2019
-
+


2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა. აბიტურიენტებისთვის პირველადი შედეგები ცნობილია, მათი ნაწილი კი აპელაციების პასუხებს ელის. რაც შეეხება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვებს, აღნიშნული ინფორმაცია აპლიკანტებისთვის სავარაუდოდ თვის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

მანამდე კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს ატესტატის შესახებ აფრთხილებს.

ატესტატის ასლი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 20 აგვისტოს 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ აბიტურიენტებმა:

  • რომლებსაც 2011 წლამდე აქვთ აღებული ატესტატი;
  • რომლებსაც აქვთ უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტი ან საქართველოში განხორციელებული, საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდნენ როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
  • ასევე იმ აბიტურიენტებმა, რომელთა საგამოცდო ბარათზე ეწერა, რომ ჰქონდათ ატესტატის წარმოდგენის ვალდებულება.

ცენტრის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ აბიტურიენტი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს, გადამოწმდება მისი სტატუსი და სრული ზოგადი განათლების დოკუმენტის არ ქონის შემთხვევაში, აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგები გაუუქმდებათ და შესაბამისად კონკურსიდანაც მოიხსნებიან.


კომენტარები


სკოლები
სექტემბრიდან ხაშურის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს დახვდებათ უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო
„დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა“
სკოლის აღსაზრდელები ბანაკისთვის კონკურსის შედეგად შეირჩნენ
სიახლეები
სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების ჩამონათვალი ცნობილია
განისაზღვრა მიმართულებები და დღეს ეს ინფორმაცია განთავსდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზეც
წესი არ ვრცელდება სპეციალურ მასწავლებელზე
ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდის ჩატარების და ექსტერნად რეგისტრაციის ვადები დაადგინა
საინტერესო
ბავშვებს სთავაზობენ ვეგეტარიანულ, ჰიპოალერგიულ და დიაბეტით დაავადებულთათვის განკუთვნილ საკვებს
ასევე არ დაგავიწყდეთ სკოლის მოსწავლისთვის სამუშაო ადგილის მოწყობა
ეს მცენარე ჰაერის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სანიტარია
პატარის მუცლად ყოფნა, დედის მოლოდინი და განცდები მშობიარობის დროს ბავშვის დაბადების მომენტს დაუვიწყარს ხდის მშობლებისთვის
კარგია თუ ზურგჩანთას ექნება დამატებითი ქამარი
პიროვნება
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მაია ცქიტიშვილი 16 წლის იყო, დედა რომ გახდა
ეტალონი
განათლებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის
„არემჯი“ ორი წელია „ეტალონის“ მხარდამჭერი და ინტელექტ-ჩემპიონატის მეგობარი კომპანიაა
2018-2019 სასწავლო წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ფინალური ღონისძიება საზეიმოდ დასრულდა
ინტელექტუალური კონკურსის ფინალში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მონაწილეობდა
მონაწილეები  მოსალოდნელ გამარჯვებებზე და შეგრძნებებზე გვესაუბრნენ.
საზოგადოება