სიახლეები
სკოლები

ხიდისთავის საჯარო სკოლა „microsoft 2019“-ის სიაში მოხვდა - თეა ნონიკაშვილის თითქმის 10 წლიანი გამოცდილება Microsoft-ის პროექტებში
08-08-2019
-
+


Microsoft-ის საგანმანათლებლო პორტალზე პედაგოგის თეა ნონიკაშვილის მიერ განხორციელებული აქტივობებიდან გამომდინარე ხიდისთავის საჯარო სკოლა, „microsoft 2019“-ის სიაში მოხვდა.

როგორც სკოლის პედაგოგი თეა ნონიკაშვილი etaloni.ge - სთან საუბრისას აღნიშნავს Microsoft-თან მისი ურთიერთობა 2010 წელს დაიწყო და დღემდე აქტიურად გრძელდება. მისი თქმით, პროექტმა მას არაერთი წარმატება მოუტანა. ხოლო პროფესიულ ზრდასთან ერად Microsoft-ის პროექტებში ჩართულობამ კიდევ უფრო სახალისო და საინტერესო გახდა მოსწავლეებისთვისაც სასწავლო პროცესი.

„ჩემი და Microsoft-ის ურთიერთობა 2010 წელს დაიწყო. პირველად Microsoft-მა გამოაცხადა ასეთი პროექტი „ინოვაციურ მასწავლებელთა ფორუმი“ რომელშიც მონაწილეობა მივიღე, უნდა წარგვედგინა გაკვეთილი - ონტოგენეზი. რეგიონალური მასშტაბით ეს გაკვეთილი პირველ ადგილზე გავიდა, ხოლო საქართველოს მასშტაბით მესამე ადგილი დავიკავეთ. შემდგომი კონკურსი იყო „პარტნიორობა განათლებაში- საქართველოს ფორუმი 2013“ მაშინ ორგანიზაციას შევთავაზე პროექტი -  „დაუნის სინდრომი და საზოგადოება“, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა  და მეორე ადგილი დავიკავეთ. მაშინ Microsoft-ისგან კომპიუტერი გადმომეცა საჩუქრად. სწორედ ეს პროექტი ავტვირთე პირველად Microsoft-ის საიტზე და ამ პროექტის საშუალებით მოვხვდი მასწავლებელთა მსოფლიო ფორუმზე ბარსელონაში, 250 საუკეთესო მასწავლებელს შორის.

ამ ფორუმზე გავიცანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო მასწავლებლები და მათი სწავლების მეთოდებსაც გავეცანი, რაც ძალიან გამომადგა ჩემს საგაკვეთილო პრაქტიკაში.

ვფიქრობ, ამ გამოცდილებამ ხელი შემიწყო იმაში რომ 2017 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი გავმხდარიყავი. წელს კი მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა საგნობრივი კონკურსი და 2019 წლის საუკეთესო ბიოლოგიის მასწავლებლად დავსახელდი.

Microsoft-ის პორტალზე 2013 წლიდან ვარ დარეგისტრირებული, სწორედ იქ გავდივარ ძალიან ბევრ ტრენინგ-კურსს, მასტერკლასებს, მონიჭებული მაქვს სხვადასხვა ბეიჯები იმის მიხედვით რა აქტივობებსაც ვატარებ, ვტვირთავ ჩემს გაკვეთილებს, პროექტებს. ამასთან მასტერკლასებიდან და ტრენინგებიდან მიღებულ გამოცდილებას ვუზიარებ ჩემს კოლეგებს, არა მხოლოდ ჩემს სკოლაში არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ პედაგოგებს. ძალიან ბევრი მათგანი თავად დავარეგისტრირე Microsoft-ის პორტალზე და ჩავრთე ამ აქტივობებში.

ეს ყველაფერი ნამდვილად დამეხმარა პროფესიულ ზრდაში. ამასთან, მნიშვნელოვანი ის არის, რომ არა მხოლოდ მე მივაღწიე პროფესიულ წინსვლას, არამედ ჩემი მოსწავლეებიც ძალიან აქტიურად არიან ჩართულნი ყველა იმ პროექტში რომელსაც მათთან ერთად ვახორციელებ. სკოლაში გვაქვს უახლესი ლაბორატორია, გვაქვს ჭკვიანი დაფა, სადაც ჩატვირთულია 3 D ლაბორატორიები, მაგალითად მოსწავლეებს ანატომიას ვასწავლით და მათ შეუძლიათ სხვადასხვა ორგანოების გულის კუჭის და ა.შ. აგებულება 3D სივრცეში ნახონ.

სწორედ იმის გამო რომ მე ჩართული ვარ Microsoft-ის პროგრამებში ხიდისთავის საჯარო სკოლა მის პარტნიორ სკოლებს შორის. ძალიან მიხარია ის, რომ რაც Microsoft-ის პორტალზე დარეგისტრირებულმა პედაგოგებმა წლების წინ დავიწყეთ ის რასაც  ახლა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იწყებს. ვგულისხმობ ახალ მოდელს, სწორედ Microsoft-ის პროდუქტები უნდა შეიტანონ სკოლებში და მასობრივად დანერგონ. ჩვენც სწორედ ამ პროგრამებში ვმუშაობთ. ძალიან საინტერესოა და მოსწავლეებსაც მოსწონთ ტექნოლოგიებთან კომუნიკაცია", - აცხადებს თეა ნონიკაშვილი


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ 1422 პირს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭება
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
სკოლები
მოსწავლეები სახალისო აქტივობებშიც ჩაერთნენ და გააფერადეს და დახატეს თემატური ნამუშევრები
მასწავლებელმა ისაუბრა ქართული ჯარის სიძლიერეზე, მოქალაქეობრივ ვალზე
ბავშვებმა კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ
მოსწავლეებმა, წარმატებით დაძლიეს სასკოლო რაუნდის ბარიერი და ეროვნული რაუნდში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს, რომელიც 16 ივნისს, თბილისში, თავისუფალ უნივერსიტეტში ჩატარდება
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება