სიახლეები
სკოლები

აღაიანის საჯარო სკოლა პედაგოგ ომარ გელხაურს გლოვობს
08-08-2019
-
+


კასპის რაიონის აღაიანის სკოლა თავდადებულ პედაგოგ ომარ გელხაურს გლოვობს. 

„ბატონი ომარ (რამაზ) გელხაური, რომელზეც დღეიდან სამწუხაროდ უკვე წარსულში უნდა ვილაპარაკოთ..
უაღრესად მშვიდი, გაწონასწორებული,იდეებით სავსე, დამრიგებლური, მშვიდი ტონით რომ რჩევებს გვაძლევდა. 

რთულია წარსულში ილაპარაკო ადამიანზე, რომელიც წლების განმავლობაში ემსახურებოდა სკოლას, ბავშვებს და  ჩვენს გვერდით იყო ყოველთვის.

ამ ცოდვა -მადლით სავსე დედამიწაზე სიკვდილი უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, თუმცა დიდებული ადამიანები ზოგჯერ უძეგლოდ არ იკარგებიან... მათი გაკეთებული კეთილი საქმეები თაობიდან თაობას გადაეცემა, დედამიწასაც ხომ ასეთი ადამიანების მიერ გაკეთებული ჩუმი სიკეთე მართავს... 

სკოლა, სადაც ბატონმა ომარმა უამრავი  წელი გაატარა, სწორედ მისი სოფლის ხელმძღვანელობის თანამდებობაზე მუშაობისას აშენდა და ჩაეყარა საძირკველი.

ჩვენთვის, აღაიანის სკოლის თანამშრომლებისათვის, მოსწავლეებისთვის ომარ გელხაური ყოველთვის დარჩება როგორც ერთ-ერთი სკოლისთვის თავდადებული პედაგოგი, ჩვენ ყოველთვის გავიხსენებთ მას ცრემლნარევი მოგონებით...

მსუბუქი იყოს თქვენთვის ეს ცოდვა მადლით სავსე მიწა!!!“ - ვკითხულობთ სკოლის სამძიმარში.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
სიახლეები
ეროვნული გამოცდების შეფასების კრიტერიუმები - რა უნდა გაითვალისწინოთ საგნების მიხედვით
რა სიმბოლური დატვირთა აქვს ჯეჯილს - დათესვის დრო და მოსვლის წესები
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ბოლოს, კი სკოლაში კედლის გაზეთების გამოფენა მოეწყო, V, VI, VII და IX კლასის მოსწავლეებმა დიდი ინტერესით იმუშავეს და მნახველთა მოწონებაც დაიმსახურეს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
სიახლეები
საზოგადოება