სიახლეები
სამასწავლებლო

სკოლის დირექტორები აბიტურიენტების საბოლოო შედეგებს  აფასებენ
06-08-2019
-
+


დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა.  etaloni.ge გაგაცნობთ სხვადასხვა სკოლის დირექტორების შეფასებებს, მათი სკოლის აბიტურიენტების შედეგებთან დაკავშირებით. 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის კალაურის საჯარო სკოლის დირექტოერი ეთერ ქევხიშვილი:

„ჩვენი სკოლიდან სულ 10 ბავშვი გავიდა გამოცდაზე. ვინც გავიდა ყვეელამ ჩააბარა. ვინ სად მოხვდება ეს ჯერ არ ვიცი. გვაქვს სამ-ოთხ ბავშვთან საშუალოზე მაღალი ქულები. “

წალკის მუნიციპალიტეტის ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორი ოთარ ვანაძე :

ჩვენი სკოლიდან წელს გავიდა 1 მოსწავლე. დამამთავრებელ კლასში გვყავდა სულ 3 მოსწავლე მაგრამ 2 მა უნივერსიტეტიში ჩაბარება არ ისურვა.“

კასპის №4 საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან ხითარიძე:

„სულ 7 აბიტურიენტი ყავდა ჩვენს სკოლას, აქედან 5 მა მოსწავლემ ჩააბარა 2-ს მეოთხე საგანში ქულა დააკლდა. ქულების რაოდენობა დაახლოებით 40-ის ფარგლებში ჰქონდათ.“

ქარელის მუნიციპალიტეტის ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლის დირექტორი  არჩილ სადუნაშვილი:

„სულ ხუთი მოსწავლე გავიდა გამოცდებზე  და ყველა ჩაირიცხა.  ერთი  ვიცი რომ მინიმუმ 50 პროცენტიანი გრანტით ჩაირიცხა.“

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის №1 საჯარო სკოლის დირექტორი  ჟანა ტაბატაძე:

„ვინც გავიდა ყველა ჩაირიცხა. დაახლოებით 12  ბავშვი გავიდა მე როგორც ვიცი და ყველა ჩაირიცხა.“

ტყიბულის მუნიციპალიტეტის ცუცხვათის საჯარო სკოლის დირექტორი  დავით კუპრაშვილი: 

ჩვენი სკოლიდან 2-მა დაამთავრა საბოლოოდ. დანარჩენი მანამდე გადავიდნენ. ორიდან  ერთ-ერთმა ჩააბარა, მეორე შედარებით სუსტი მოსწავლე იყო და სამწუხაროდ ვერ ჩააბარა.“

 ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქვაციხის საჯარო სკოლის დირექტორი დავით ყიფშიძე:

„ჩვენი სკოლიდან გამოცდებზე 6 მოსწავლე გავიდა, საშუალო ქულებით ჩაირიცხა 5 მოსწავლე, ერთი სამწუხაროდ ჩაიჭრა. შეიძლება ორი მოსწავლე 50 პროცენტიან გრანტში მოხვდნენ.“ 

გიორგი გეწაძის სახელობის ბაღდათის მუნიციპალიტეტის პირველი ობჩის საჯარო სკოლის დირექტორი გვანცა არშილავა: 

„ჩვენი სკოლიდან სულ ოთხი მოსწავლე გავიდა და მიხარია, რომ ოთხივე ჩაირიცხა.“

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ზემო თხილნარის საჯარო სკოლის დირექტორი თამაზ ფუტკარაძე: 

ჩვენ მე-12 კლაში სულ 6 მოსწავლე გვყავდა, აქედან 3-მა ჩააბარა გამოცდა 2 ჩაირიცხა ხოლო 1 სამწუხაროდ ჩაიჭრა.“ 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნაგომარის საჯარო სკოლის დირექტორი ნოდარ წიტაიშვილი:

„ერთმა მოსწავლემ საკმაოდ წარმატებულად ჩააბარა. 60 პროცენტიან გრანტში მაინც მოხვდება . ერთი კი  სამწუხაროდ ჩაიჭრა.“

მინდია აბაშიძის სახელობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თხილნარის N1 საჯარო სკოლის დირექტორი გულნაზ კარანაძე:

„ჩვენი სკოლიდან გავიდა 12 მოსწავლე და ჩააბარა 10 მა. აქედან 2 მედალოსან მოსწავლეს მაღალი ქულები აქვთ.“

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა მოციქულთასწორის ნინო ქართველთგანმამათლებლის სახელობის ვანის მართლმადიდებლური გიმნაზიის დირექტორი ილია სულაქველოძე :

„12 აბიტურიენტი გვყავდა სულ და როგორც ვფიქრობთ ჩვენს მუნიციპალიტეტში ყველაზე მაღალი შედეგები აქვთ. ჯერ არ ვიცი კონკრეტულად რომელი მოსწავლე სად ჩაირიცხა.“

აკაკი სურგულაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  შემოქმედის საჯარო სკოლის დირექტორი  ნინო სადრაძე :

„7 მოსწავლე გავიდა გამოცდაზე და სავარაუდოდ ყველამ ჩააბარა. ბოლო გამოცდის |შედეგები არ ვიცი თუმცა საკმარისი ქულები ჰქონდათ.“


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება