სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ფაქტები და მითები ამერიკულ განათლებაზე
02-08-2019
-
+


მართალია თუ არა, რომ აშშ-ში ლატარეაში სკოლის ადგილის მოგება არის შესაძლებელი, მშობლებს არ შეუძლიათ შვილისთვის სკოლის თავად შერჩევა და მშობლები შვილის სკოლის გაცდენისთვის შესაძლოა ციხეში მოხვდნენ. გთავაზობთ ფაქტებს და მითებს აშშ-ს განათლებაზე. 

ფაქტები

აშშ-ში არ არის სწავლის დაწყების ერთიანი დღე. ქვეყენაში, ჩვენგან განსხვავებით, სწავლის დაწყების დღესთან დაკავშირებით ერთიანი წესი არ არსებობს. ცალკეული შტატები თავად წყვეტენ, როდის დაიწყონ და დაასრულონ სასწავლო წელი.

მშობლებს არ შეუძლიათ შვილისთვის სკოლის თავად შერჩევა. საქმე ის არის, რომ მუნიციპალური სკოლები მოსწავლეებს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით იღებენ.  იმისთვის კი, რომ ბავშვმა იაროს იმ სკოლაში, რომელში მიყვანაზეც მშობლები ოცნებობენ, ოჯახს ამ სასწავლო დაწესებულების რაიონში გადასვლა მოუწევს. იმ შემთხვევაში კი თუ ოჯახს სხვა რაიონში გადასვლა არ უნდა და არც ის სკოლა აწყობთ, რომელშიც ბავშვს განათლების ადგილობრივი დეპარტამენტი ავტომატურად ანაწილებს, არის კიდევ ერთი ვარიანტი - კერძო სკოლა.

სკოლაში ადგილი შესაძლოა ლატარეაში მოიგო. აშშ-ში არის ექსპერიმენტული სკოლები, სწავლების განსხვავებული მიდგომებით. ასეთი სკოლები სახელმწიფოს და კერძო ინვესტორების სახსრებით არსებობენ და მათში სწავლა უფასოა. იმის გამო, რომ ასეთ სკოლებში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, ხოლო მასში მოხვედრის მსურველთა რიცხვი დიდია, სკოლები წელიწადში ერთხელ ლატარეას აწყობენ, რომლის დროსაც მოსწავლეთა შემთხვევითი შერჩევა ხდება.

მშობლები შვილების გაცდენების გამო შესაძლოა დააპატიმრონ.  თუ ბავშვი სკოლას ხშირად აცდენს ამას შესაძლოა სერიოზული შედეგები მოჰყვეს. მოსწავლეთა მშობლები შესაძლოა დააჯარიმონ და დააპატიმრონ კიდეც.

კლასის შემადგენლობა და მასწავლებლები ყოველ წელს იცვლება. ეს ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ხდება. კლასები ხელახლა სქესობრივი და რასობრივი შემადგენლობის და ასევე  მომზადების დონის გასათანაბრებლად ფორმირდება.

ზოგიერთ უნივერსიტეტს უცნაური ტრადიციები აქვს. მაგალითად, ოჰაიოს უნივერსიტეტის სტუდენტები ამერიკული ფეხბურთის მატჩის წინ ტბაში მასობრივ ბანაობას აწყობენ. სტენფორდის უნივერსიტეტის მაღალი კურსის სტუდენტები კი შემოდგომის პირველი სავსემთვარეობის დროს პირველკურსელებს კოცნიან.



მითები

უმაღლესი განათლება აშშ-ში ძვირადღირებული და ხელმიუწვდომელია. თუ დეტალებს ჩავუღრმავდებით, აღმოჩნდება, რომ აშშ-ი უმაღლესი განათლება საკმაოდ იაფი და ხელმისაწვდომია აშშ-ს მოსახლეობის უმრავლესობისთვის და მოსახლეობის ყველაზე ღარიბი ფენისთვისაც კი. საქმე ის არის რომ აშშ-ში სტუდენტების ფინანსური დახმარების ბევრი ვარიანტი არსებობს - უნივერსიტეტის, შტატის მთავრობის, საქველმოქმედო ორგანიზაციების გრანტები, არსებობს საგადასახადო შეღავათები სტუდენტებისთვის და მათი ოჯახებისთვის და ასევე ლოიალურობის პროგრამები რომლებიც სტუდენტებს დამატებითი თანხის გამომუშავების საშუალებას აძლევს. შედეგად მხოლოდ აშშ-ს ყველაზე შეძლებული ადამიანები იხდიან განათლების გადასახადს სრულად. 

ამერიკულ სკოლებში მოსწავლეები იცვამენ იმას რაც გაუხარდებათ. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. თითოეული შტატის სკოლაში თავისი წესები მოქმედებს. რომლებშიც გაწერილია, თუ რისი ტარება არ შეიძლება. ზოგან კი ყველა მოსწავლისთვის ერთიანი სასკოლო ფორმა არის დაწესებული.

კერძო სკოლების მოსწავლეები უფრო მაღალ ქულებს იღებენ, ვიდრე საჯარო სკოლების მოსწავლეები. ასეც არ არის საქმე, ახლახან ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სახელმწიფო სკოლის მოსწავლეებმა მათემატიკურ ტესტებში უკეთესი შედეგები აჩვენეს, ვიდრე კერძო სასწავლო დაწესებულებების მოსწავლეებმა.

კომენტარები


სკოლები
სექტემბრიდან ხაშურის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს დახვდებათ უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო
„დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა“
სკოლის აღსაზრდელები ბანაკისთვის კონკურსის შედეგად შეირჩნენ
სიახლეები
სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების ჩამონათვალი ცნობილია
განისაზღვრა მიმართულებები და დღეს ეს ინფორმაცია განთავსდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზეც
წესი არ ვრცელდება სპეციალურ მასწავლებელზე
ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდის ჩატარების და ექსტერნად რეგისტრაციის ვადები დაადგინა
საინტერესო
ბავშვებს სთავაზობენ ვეგეტარიანულ, ჰიპოალერგიულ და დიაბეტით დაავადებულთათვის განკუთვნილ საკვებს
ასევე არ დაგავიწყდეთ სკოლის მოსწავლისთვის სამუშაო ადგილის მოწყობა
ეს მცენარე ჰაერის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სანიტარია
პატარის მუცლად ყოფნა, დედის მოლოდინი და განცდები მშობიარობის დროს ბავშვის დაბადების მომენტს დაუვიწყარს ხდის მშობლებისთვის
კარგია თუ ზურგჩანთას ექნება დამატებითი ქამარი
პიროვნება
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მაია ცქიტიშვილი 16 წლის იყო, დედა რომ გახდა
ეტალონი
განათლებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის
„არემჯი“ ორი წელია „ეტალონის“ მხარდამჭერი და ინტელექტ-ჩემპიონატის მეგობარი კომპანიაა
2018-2019 სასწავლო წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ფინალური ღონისძიება საზეიმოდ დასრულდა
ინტელექტუალური კონკურსის ფინალში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მონაწილეობდა
მონაწილეები  მოსალოდნელ გამარჯვებებზე და შეგრძნებებზე გვესაუბრნენ.
საზოგადოება