სიახლეები
საინტერესო

გოგონა ქუთაისიდან, რომელმაც ზოგადი უნარების გამოცდაში უმაღლესი შეფასება მიიღო - „ველოდით ნუცასგან ასეთ წარმატებას...“
01-08-2019
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება გუშინ დაიწყო. პირველად უნარების გამოცდის ქულები აიტვირთა. აღსანიშნავია, რომ წელს უნარებში უმაღლესი შეფასება - 80 ქულა არ დაფიქსირებულა. 79 ქულა კი ორმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ქუთაისის N9 საჯარო სკოლის მოსწავლე ნუცა ცირეკიძე. Etaloni.ge ამავე სკოლის დირექტორს, სოფიო ქუთათელაძეს და თავად ნუცა ცირეკიძეს დაუკავშირდა.

სოფიო ქუთათელაძის თქმით, ნუცა საუკეთესო მოსწავლე იყო და მისგან ასეთ წარმატებას ელოდნენ.

„ნუცა მართლაც გამორჩეული ბავშვი იყო მთელს სკოლაში. ის საუკეთესო მოსწავლე გახლდათ. სხვადასხვა ოლიმპიადისა თუ კონკურსის არაერთგზის გამარჯვებული იყო. მისთვის ეს ბარიერს არ წარმოადგენდა. ჩვენ ველოდით ნუცასგან ასეთ წარმატებას, ის ყველა საგანში ერთნაირად წარმატებული იყო 1-ლი კლასიდან მე-12 კლასამდე“, - აღნიშნა სკოლის დირექტორმა.

როგორც თავად ნუცამ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, ზოგად უნარებში მაღალი ქულის იმედი ჰქონდა.

„ერთი წელი ვემზადებოდი რეპეტიტორთან, მაღალი ქულის იმედი ნამდვილად მქონდა უნარებში, თუმცა, ამდენს მაინც არ ველოდი. დღეს ასევე, ქართულის ქულები დაიდო, სადაც 70-დან 60 ქულა ავიღე. სიმართლე გითხრათ, უფრო მეტს ველოდი ამ საგანში, რომ დაიდება მასალები გადავხედავ და  შევამოწმებ რაში დამაკლდა ქულა. ბიო-ქიმიაზე ვაბარებ და მოლოდინი მაქვს, რომ  სხვა საგნებშიც მაღალი ქულები მექნება“,- გვითხრა ნუცა ცირეკიძემ.

ასევე იხილეთ: 2019 წლის ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა

რამდენმა აბიტურიენტმა მიიღო 2019 წლის ზოგადი უნარების გამოცდაზე ყველაზე მაღალი ქულა? - სტატისტიკური მონაცემები


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება