სიახლეები
სამასწავლებლო

აკრძალვები და დაუწერელი კანონები სკოლის მოსწავლეებისათვის - რას ამბობენ დირექტორები
31-07-2019
-
+


ყველა სკოლას კონკრეტული შინაგანაწესი გააჩნია, რომელთა დაცვა და შესრულება მოსწავლეების უმთავრესი მოვალეობაა. თუმცა, არსებობენ სკოლები და მათი დირექტორები, რომელებიც სკოლისა და მოსწავლეების გათვალისწინებით სხვადასხვა დაუწერელ კანონებს ადგენენ.

Etaloni.ge ამ საკითხით დაინტერესდა და კითხვით სხვადასხვა სკოლის დირექტორს მიმართა.

ნარგიზ რომანაძე აკაკი წერეთლის სახელობის ქობულეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი: გვაქვს შინაგანაწესი, აქედან განსაკუთრებული ყურადღება მოსწავლეთა უსაფრთხოებას ექცევა.

მზიური ხარაზი ქობულეთის მუნიციპალიტეტის კვირიკეს N2 საჯარო სკოლის დირექტორი: განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ სკოლის ტერიტორიაზე არ მოწიონ მოსწავლეებმა, არ ატარონ ცივი იარაღი და ასევე აკრძალულია ბულინგი.

ნატო ჯაში-შანიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალშენის N2 საჯარო სკოლის დირექტორი: ძირითადად ვმოქმედებთ შინაგანაწესიდან გამომდინარე, იქ რაც წერია მოსწავლეების უფლებებს არცერთ შემთხვევაში არ ზღუდავს, თუმცა, მათი შესრულება აუცილებელია, როგორც მოსწავლეებისათვის ასევე მასწავლებლებისათვის.

ნინო შამილიშვილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის კოხის საჯარო სკოლის დირექტორი: არის საკითხები რომელზეც სასწავლო წლის დასაწყისში ვთანხმდებით, რასაც შემდეგ სკოლის მოსწავლეებს ვაცნობთ და ისინი ითვალისწინებენ, მაგალითად, არ უნდა ეკეთოთ ძალიან დიდი ზომის სამკაულები და არ უნდა ატარონ იარაღი სკოლაში.

ზურაბ ნაგერვაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის  აჭარისაღმართის საჯარო სკოლის დირექტორი: არ გვაქვს არაფერი განსაკუთრებული, ვხელმძღვანელობთ მხოლოდ სტანდარტული წესებით, რაც ყველა სკოლას აქვს.

დოდო ხახუტაიშვილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლის დირექტორი: ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევთ მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვას, ასევე, ძალიან დიდ ძალისხმევას ითხოვს მობილური ტელეფონების გაკვეთილებზე გამოყენების აკრძალვა.

ფერიდე შაინიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორი: სკოლაში ყველა იცავს შინაგანაწესს, აქედან ყველა დიდი ყურადღება მოსწავლეთა უსაფრთხოებას და ბულინგის დაუშვებლობას  ეთმობა.

დავით მენაღარიშვილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მუხაესტატეს საჯარო სკოლის დირექტორი: განსაკუთრებით გასათვალისწინებელია მობილური ტელეფონების  გაკვეთილზე გამორთულ მდგომარეობაში ყოფნა და ესთეტიკურ ჩაცმის სტილი.

მიხეილ გრიგოლია ქობულეთის მუნიციპალიტეტის აჭყვისთავის საჯარო სკოლის დირექტორი: განსაკუთრებული არაფერი, რაც ქცევის კოდექსით არის გათვალისწინებული, სწორედ მას ვაქცევთ უმთავრეს ყურადღებას.

ნაირა მახარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის დირექტორი: აკრძალვები არ გვაქვს, უბრალოდ, ვითვალისწინებთ სკოლის შინაგანაწესს, სადაც ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა მობილური ტელეფონის გამორთულ მდგომარეობაში ყოფნას გაკვეთილებზე და მოსწავლეთა უსაფრთხოებას.

ნოდარ გოგმაჩაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის გვარას საჯარო სკოლის დირექტორი: ძირითადად ვემორჩილებით სკოლის შინაგანაწესს და განსაკუთრებულ ყურადღებას მოსწავლეთა უსაფრთხოებას ვუთმობთ.

ლევან ვერულიძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურის საჯარო სკოლის დირექტორი: დაუშვებელია ნარკოტიკისა და სიგარეტის მოხმარება სკოლაში, ასევე მნიშვნელოვანი ეთიკური ნორმებიც დაცვაც მათი მხრიდან.

გოჩა ძნელაძე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საჩხეურის საჯარო სკოლის დირექტორი: განსაკუთრებული არაფერი გვაქვს, იკრძალება მოწევა სკოლის ტერიტორიაზე და ვიცავთ იმ წესებს რაც შინაგანაწესში გვიწერია.

ნატო ჩახუნაშვილი ვანის მუნიციპალიტეტის ციხესულორის საჯარო სკოლის დირექტორი: აკრძალვები არ გვაქვს, ვასრულებთ იმ წესებს, რომელიც ზოგადად ყველა სკოლშია აკრძალული, მაგალითად სიგარეტის მოწევა იმ ტერიტორიაზე და უსაფრთხოება.

მაგდა ბაქრაძე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის რიონის საჯარო სკოლის დირექტორი: მოსწავლეებს ეკრძალებათ იარაღის ტარება, არის მცდელობა მშობლებისაგან იმის, რომ შემოვიღოთ ფორმები, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილება არ მიგვიღია ამასთან დაკავშირებით.

მამუკა ქვაჩაკიძე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  მუხიანის საჯარო სკოლის დირექტორი: გვაქვს  შინაგანაწესი, აქედან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოების დაცვა. 


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
მასწავლებელთა საგამოცდი ტესტის შეფასების კრიტერიუმები ცნობილია
შეუძლიათ თუ არა კანდიდატებს გასაუბრების ეტაპის ვიდეო ან აუდიო ჩაწერა - ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანსიით დაინტერესებულთათვის
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
აქტივობებს სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ
მათ ლამაზი სიმღერა შეასრულეს, სიტყვა წარმოთქვეს, ლექსები წაიკითხეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს
წლევანდელ გამოფენას განსაკუთრებული ხიბლი პედაგოგ ლალი ქშუტაშვილის კალიგრაფიულმა ნიმუშებმა შესძინა
აღსანიშნავია, რომ დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მასწავლებელ მარიამი გიორგაძის სადამრიგებლო IV კლასში დიდი წარმატებით დასრულდა
ვიზიტმა საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება