სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ჩრდილოეთ კორეის განათლების სისტემა - როგორ ცხოვრობენ მსოფლიოს ყველაზე ჩაკეტილი ქვეყნის მოსწავლეები
31-07-2019
-
+


ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი სახელმწიფოა. შესაბამისად ჩრდილოკორეულ სასკოლო განათლების სისტემაზე ინფორმაცია ძირითადად ჩრდილოკორეელი ლტოლვილებისა და იმ უცხოელების მონათხრობის საფუძველზე არის ცნობილი, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ.

1948 წელს, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების მომენტში, სასკოლო ასაკის ბავშვების დაახლოებით 2/3 არანაირ განათლებას არ იღებდა. 1950 წელს შემოიღეს სავალდებული დაწყებითი განათლება, მაგრამ გეგმას ხელი კორეის ომის დაწყებამ შეუშალა. თუმცა, 1958 წლისთვის ქვეყანაში შვიდწლიანი სავალდებულო განათლება შემოიღეს. 1967 წლისთვის სავალდებულო გახდა ცხრაწლიანი განათლება, ხოლო 1975-ში - თერთმეტწლიანი.

ზოგადად კი სასკოლო განათლების სისტემა ჩრდილოეთ კორეაში საბჭოთა კავშირის მიმსგავსებით აიგო და დღემდე თითქმის არ შეცვლილა.

დღეს სავალდებულო განათლება მოიცავს ერთ მოსამზადებელ წელს, ოთხწლიან დაწყებით სკოლას და ექვსწლიან საშუალო სკოლას. შემდეგ ზოგიერთი შედარებით ჭკვიანი ან მდიდარი ჩრდილოკორეელი ახალგაზრდა უმაღლეს განათლებას იღებს, უმრავლესობა კი სამუშაოდ მიდის.

რას და როგორ სწავლობენ ჩრდილოკორეულ სკოლებში

სკოლის პროგრამა ჩრდილოეთ კორეაში მოიცავს აკადემიურ საგნებს - მათემატიკას, მშობლიურ ენას, უცხო ენას (ინგლისური ან რუსული), გეოგრაფიას, ლიტერატურას, ისტორიას. მაგრამ, გარდა ამისა, ჩრდილოკორეელი სკოლის მოსწავლეები გადიან პოლიტიკურ კურსებსაც როგორიცაა - „კომუნისტური მორალი“, „კომუნისტური პარტიის პოლიტიკოსები“ ან „დიდი კიმ ირ სენის ცხოვრება“ ეს საგნები შეადგენს მთელი სასკოლო პროგრამის არაუმეტეს 6%-ს.

ჩრდილოეთ კორეაში სწავლობენ როგორც კორეულ, ისე დასავლურ ლიტერატურას. მართალია, ზოგიერთი „გონების გამხრწნელი“ სცენები წიგნებიდან წინასწარ ამოჭრილია და ზოგიერთი ნაწარმოებები ჩრდილოკორეელებამდე მხოლოდ ნაწილობრივ მიდის.

ასწავლიან ასევე მსოფლიო ისტორიას, მაგალითად, ჩრდილოკორეელმა მოსწავლეებმა იციან პირველი და მეორე მსოფლიო ომები, ჰოლოკოსტი და აშშ-ს დაარსების ისტორია. მაგრამ, ყველა ფაქტი, რომელიც სახელმწიფო იდეოლოგიასა და პარტიულ პოლიტიკას ეწინააღმდეგება, მიზანმიმართულად მახინჯდება.

გეოგრაფიის გაკვეთილზე, ბუნებრივია, ასწავლიან სხვა ქვეყნების მდებარეობას, ბუნებრივ მახასიათებლებს, მაგრამ აღნიშნავენ ასევე იმასაც თუ როგორ ცუდად ცხოვრობენ ისინი, ვინც „კაპიტალიზმის საშინელებებს“ განიცდიან.

უცხო ენად ყველაზე ხშირად ინგლისურს ასწავლიან, პოპულარობით მეორე ადგილზეა - რუსული. სტანდარტულად ითვლება ინგლისურის ბრიტანული ფორმა. ამასთან, ენების სწავლება საკმაოდ დაბალ დონეზე მიმდინარეობს, რადგან იყენებენ ჩრდილოკორეულ სახელმძღვანელოებს, რომლებიც დიდი რაოდენობით შეცდომებს მოიცავს და არა ორიგინალურ ბრიტანულ ან რუსულ გამოცემებს.



როგორ ტარდება კლასგარეშე მეცადინეობები

ჩრდილოეთ კორეის საგანმანათლებლო დაწესებულებებში კლასგარეშე პროგრამა ძირითადად იდეოლოგიურ მომზადებას ეძღვნება. 10 წლის ასაკში ჩრდილოკორეელი ბავშვები ბავშვთა კავშირში - საბჭოთა პიონერთა ორგანიზაციის ანალოგში წევრიანდებიან. ჩრდილოკორეელები წითელ ყელსახვევებსაც კი ატარებენ. კავშირში მიღება სამ ეტაპად მიმდინარეობს: თავიდან იღებენ წარჩინებულ მოსწავლეებს, შემდეგ მათ ვინც მეტნაკლებად კარგად სწავლობს და ბოლოს ყველა დანარჩენს.

ბავშვთა კავშირში გაწევრიანების ცერემონიალის დროს სკოლის მოსწავლეები ჩრდილოკორეული იდეალების ერთგულების ფიცს კითხულობენ. ეს, პირველი ორგანიზაციაა, მრავალრიცხოვანიდან, რომელშიც ჩდრილოეთ კორეის მცხოვრებლები ცხოვრების მანძილზე წევრიანდებიან.

ჩრდილოკორეელი დევნილების მონათხრობის თანახმად, სკოლის მოსწავლეებისთვის ასევე გათვალისწინებულია სავალდებულო „კლასგარეშე საქმიანობა“, რომელთა შორისაა ნაგვის გატანა, სამშენებლო ობიექტებზე მუშაობა და ა.შ.

კლასგარეშე პროგრამის ერთ-ერთი გამაოგნებელი მხარეა ე.წ. ექსკურსიები. რა თქმა უნდა, სკოლის მოსწავლეები მიჰყავთ ქვეყნის ძირითადი ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად, მაგრამ არის სრულიად განსხვავებული გასვლაც. ერთ-ერთი ჩრდილოკორეელი დევნილი, რომელიც დღეს სამხრეთ კორეაში ცხოვრობს, მოყვა, რომ ერთ-ერთი ასეთი გასვლის დროს, როდესაც ის 14 წლის იყო, სიკვდილით დასჯის სანახავად წაიყვანეს.

ჩრდილოკორეული სასკოლო განათლების სისტემა მიმართულია არა მოსწავლის პიროვნული განვითარებისკენ არამედ მორჩილი მოქალაქის ჩამოყალიბებისკენ, რომელიც მზად არის დაემორჩილოს ქვეყნის ხელმძღვანელობას ყველაფერში.


კომენტარები


სკოლები
იგი 20  წელზე მეტია მასწავლებელია და მათგან 15  წლის განმავლობაში სხვადასხვა არაქართულენოვან სკოლაში ასწავლის
მისი პედაგოგიური პრაქტიკა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებით გამოირჩევა
სიახლეები
etaloni.ge გთავაზობთ სასწავლო წლის დაწყების თარიღთან დაკავშირებით უნივერსიტეტების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას:
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საიტი განაახლა
თუ არჩევანი არ აქვს აბიტურიენტს გაკეთებული სამწუხაროდ ვერსად ვერ ჩაირიცხება
პროგრამა ასევე უზრუნველყოფს მაძიებლის პროფესიული ცოდნის განვითარებას, მასწავლებლის უნარ-ჩვევებით აღჭურვას
საინტერესო
სკოლა პიროვნებას იმ უნარების განვითარებაში ეხმარება, რაც შემდგომ დამოუკიდებელ ადამიანად ჩამოყალიბების საშუალებას აძლევს
სამთვიანი საზაფხულო არდადეგების შემდეგ სასკოლო პროცესზე ადაპტაცია მოსწავლეებს უჭირთ
ბავშვებს სთავაზობენ ვეგეტარიანულ, ჰიპოალერგიულ და დიაბეტით დაავადებულთათვის განკუთვნილ საკვებს
ასევე არ დაგავიწყდეთ სკოლის მოსწავლისთვის სამუშაო ადგილის მოწყობა
ეს მცენარე ჰაერის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სანიტარია
პიროვნება
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მაია ცქიტიშვილი 16 წლის იყო, დედა რომ გახდა
ეტალონი
განათლებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის
„არემჯი“ ორი წელია „ეტალონის“ მხარდამჭერი და ინტელექტ-ჩემპიონატის მეგობარი კომპანიაა
2018-2019 სასწავლო წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ფინალური ღონისძიება საზეიმოდ დასრულდა
ინტელექტუალური კონკურსის ფინალში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მონაწილეობდა
მონაწილეები  მოსალოდნელ გამარჯვებებზე და შეგრძნებებზე გვესაუბრნენ.
საზოგადოება