სიახლეები
სიახლეები

ნოემბერში მასწავლებელთა გამოცდაზე გასვლა შესაძლოა იმ პედაგოგებმაც შეძლონ, რომლებიც ზაფხულში გამოცდაზე არ დარეგისტრირებულან
10-08-2019
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ნოემბერში მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე რეგისტრაციის საშუალება შესაძლოა იმ პირებსაც მიეცეთ, ვინც ზაფხულში გამოცდებზე არ გასულა.

მიუხედავად იმისა, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ნოემბერში გამოცდაზე გასვლის შანსი მხოლოდ იმ აპლიკანტებს უნდა მიეცეთ, ვინც ზაფხულის გამოცდას წარუმატებლად ჩააბარებს, რეგისტრაციის გამოცხადებამდე მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები სიახლეებს უნდა ელოდონ.

Etaloni.ge-ს კითხვაზე შეეძლებათ თუ არა ნოემბერში დაგეგმილ მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე რეგისტრაცია იმ აპლიკანტებს, რომლებსაც გამოცდებში მონაწილეობა ზაფხულში ჩატარებულ გამოცდებზე არ მიუღიათ? - მასწავლებლის სახლში გვპასუხობენ, რომ სავარაუდოდ შეეძლებათ.

„სავარაუდოდ, შეეძლებათ. როცა რეგისტრაცია გამოცხადდება მაშინ უფრო სრულყოფილი ინფორმაცია გვექნება“, - აცხადებენ მასწავლებლის სახლში.

იხილეთ ასევე: პრაქტიკოს პედაგოგებს, გამოცდაზე წარუმატებლობის შემთხვევაში, უფასო ტრენინგებს შესთავაზებენ

პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2019 წლის ბოლომდე სტატუსს ვერ აიმაღლებენ, დროებით ხელშეკრულებას გაუფორმებენ


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება