სიახლეები
საინტერესო , რჩევები

როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვს ჭიები ჰყავს - 7 ნიშანი
24-07-2019
-
+


ყველაზე მეტად პარაზიტებისადმი დაუცველი ბავშვები არიან გადამეტებული ცნობისმოყვარეობის, ხელების არასაკმარისი ჰიგიენის და ორგანიზმის დამცავი ფუნქციების დაუსრულებელი განვითარების გამო. როგორ მივხვდეთ რომ ბავშვს ჭიები ჰყავს?

ინფიცირების წყაროები:

  • ჭუჭყიანი ხელები;
  • დაბინძურებული წყალი;
  • გაურეცხავი ან არასაკმარისად გარეცხილი ხილი და ბოსტნეული;
  • უმი პროდუქტები;
  • ინფიცირებულ ადამიანთან ან ცხოველთან კონტაქტი;
  • დასაჭრელი ფრჩხილები ხელებზე ან ფეხებზე;

სიმპტომები:

1. ინტოქსიკაცია

პარაზიტები ადამიანის ორგანიზმში სრულფასოვანი ცხოვრებით „ცხოვრობენ“ -  იკვებებიან, მრავლდებიან, გამოყოფენ ტოქსინებს, რითაც ორგანიზმს წამლავენ. ხშირად ბავშვები უჩივიან თავის ტკივილს ან გულისრევას. ქვეითდება მადა, თავს იჩენს მოთენთილობა და გაღიზიანებადობა.

2. წონაში კლება

ჭიებით დასნებოვნების თვალსაჩინო ნიშანია ბავშვის წონის მკვეთრი კლება. თუ ბავშვი კარგად ჭამს, წონაში არ იმატებს და მხოლოდ  კარგავს მას, აუცილებელია მისი სასწრაფოდ პედიატრთან წაყვანა.

3. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები

ხშირი დიარეა, ყაბზობა, კოლიკა, მუცლის ტკივილი, ქავილი ანალურ არეში - ორგანიზმში პარაზიტების მოხვედრის ნიშანია.

4. ალერგიული რეაქციები

ხშირად პარაზიტებით დასნებოვნების დროს კანზე გამონაყარი ჩნდება. გამონაყარი პარაზიტების გამოყოფილი ტოქსინების შედეგია. ასეთი გამონაყარი დერმატოლოგიური საშუალებებით მკურნალობას ფაქტობრივად არ ექვემდებარება. თუ ბავშს ალერგია აქვს, მაშინ ორგანიზმში პარაზიტების არსებობაზე რეაქცია შესაძლოა საკმაოდ მწვავე იყოს. 

5. სხეულის ტემპერატურის მომატება

დასნებოვნებულ ბავშვის სხეულის ტემპერატურამ შესაძლოა  პერიოდულად 37,5 გრადუსამდე აიწიოს.

6. გემოვნება 

ორგანიზმში პარაზიტების არსებობის გამო, ბავშვს შესაძლოა გემოვნება შეეცვალოს. ხშირად ბავშვი იწყებს უფრო მეტად გლუკოზის შემცველი პროდუქტის ჭამას.

7. ანემია

იმის გამო რომ პარაზიტები ბავშვის ხარჯზე იკვებებიან, მას შეიძლება გამუდმებით აკლდეს ვიტამინები და მიკროელემენტები. ამ ფონზე ბავშვს შესაძლოა ანემია განუვითარდეს, რომელიც ფერმკრთალი კანით, თვალის გარშემო წრეებითა და თაბრუსხვევით ხასიათდება.

თუ ბავშვს მსგავსი ნიშნები შეამჩნიეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და ლაბორატორიაში ანალიზები ჩააბაროთ. დროულად დაწყებული მკურნალობა ბავშვს პარაზიტების ნეგატიური გავლენისგან და მძიმე შედეგებისგან დაიცავს.

იხილეთ ასევე: დაავადებები, რომლებიც ბავშვებმა ქვიშაში თამაშის დროს შეიძლება შეიძინონ


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება