სიახლეები
საინტერესო , რჩევები

9 უნარი, რომლებიც თანამედროვე მოზარდებს ძალიან სჭირდებათ
24-07-2019
-
+


მსოფლიო სწრაფად იცვლება, ის პრესტიჟული სპეციალობები კი, რომლებსაც უნივერსიტეტებში ასწავლიან, შესაძლოა 10 წლის შემდეგ პრესტიჟული სულაც არ იყოს. ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ თანამედროვე სკოლის მოსწავლეების დაახლოებით 60% დაიკავებს სამუშაო ადგილებს, რომლებიც დღეს საერთოდ არ არსებობს. ამიტომ თანამედროვე მოზარდებს, გარდა სკოლის პროგრამის შესწავლისა, სჭირდებათ რიგი უნარები, რომლებიც მათ კარიერის აწყობაში დაეხმარებათ.

თვითდისციპლინა: სულ უფრო მეტი თანამედროვე ადამიანი ამბობს უარს დილიდან-საღამომდე ოფისში ჯდომაზე თავისუფალი სამუშაო გრაფიკის სასარგებლოდ. ეს ხშირად დამსაქმებლისთვისაც მომგებიანია: არ უხდება უზარმაზარი ოფისის შენახვა, სამუშაო ადგილის ორგანიზება, ტექნიკის, ავეჯისა და საკანცელარიო ნივთების შეძენა და ხელფასსაც არა ოფისში გატარებული დროის, არამედ შესრულებული სამუშაოს მიხედვით იხდის. ამიტომ სახლში, კაფეში ან პარკში მუხლებზე დადებული ნოუთბუქით მუშაობა ნორმა ხდება. მაგრამ, იმისთვის რომ ასე იმუშაო და ყველაფერი მოასწრო მაღალი თვითდისციპლინაა საჭირო. ოფისის გარეთ არავინ გაკონტროლებს, ყურადღების განმფანტავი ფაქტორები კი ბევრად მეტია. 



ადაპტირებულობა: სწრაფად ცვლადი ინფორმაციის სამყაროში, საჭიროა სწრაფი და აწონილი გადაწყვეტილებების მიღება. ყველა სტანდარტული და შაბლონური ხერხები საბოლოოდ ავტომატიზებული გახდება და ფასი დაედება მოქნილი და კრეატიული აზროვნების მქონე ადამიანებს, რომელთაც „სქემის გარე“ აზროვნება შეუძლიათ. ამიტომ თანამედროვე მოზარდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ლოგიკის და ზოგადად აზროვნების განვითარება. ამას ხელს შეუწყობს ხელოვნება (ხატვა, მუსიკა, პოეზია) და ლოგიკური თამაშები. 

ემოციური ინტელექტი:  საკუთარი ემოციების ამოცნობა და კონტროლი (და არა დათრგუნვა),  სხვა ადამიანების ემოციური მდგომარეობის და ხასიათის ამოცნობა და ნებისმიერ კომპანიაში ადაპტირება, გარშემომყოფების სიტყვებსა და ქმედებებზე სწორი რეაგირება და აუცილებლობის შემთხვევაში მათზე ზემოქმედება - დღეს ეს უნარები მიზნების მიღწევისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ემოციური ინტელექტის გასავარჯიშებლად მოზარდისთვის აუცილებელია სხვადასხვა ჰობის დახმარებით ნაცნობების წრის გაფართოება.



ვირტუალური თანამშრომლობა: იმ ადამიანებს, რომლებიც ოფისის გარეთ მუშაობენ, თანამშრომლებთან ვირტუალური კომუნიკაცია, საერთო მიზნებისა და გეგმების დალაგება და ერთმანეთისთვის სამუშაო გრაფიკის შეთავსება უხდებათ. დღეს უკვე არსებობს ვირტუალური ოფისები და იცოდე ასეთ ოფისში მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. თანამედროვე მოზარდებს ინტერნეტით ყოველდღიური ურთერთობა, წერილობითი ფორმით კომუნიკაცია და კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების ცოდნა სამომავლოდ საქმეს გაუმარტივებს.

ინტერდისციპლინარულობა: მომავალში ვიწროპროფილურ სპეციალისტად ვერ დარჩებით. საჭირო გახდება არა მხოლოდ საკუთარ დარგში კარგი ორიენტირება, არამედ მისგან შორს მყოფ სფეროებშიც. მაგალითად, ინჟინერს შესაძლოა მედიცინის, ბიოლოგიის, კომპიუტერული ტექნოლოგიების ცოდნა დასჭირდეს, რადგან მოთხოვნადი სფერო ბიოინჟინერია გახდება. ხელოვნურ ინტელექტთან მომუშავე სპეციალისტს კი გარდა კომპიუტერული ტექნოლოგიებისა ფილოსოფიის ცოდნა გამოადგება. ძნელია იმის თქმა, თქვენს საქმიანობასთან დაკავშირებული რა დისციპლინები დაგჭირდებათ მომავალში, ამიტომ შეიძლება მხოლოდ ზოგადი ერუდიციისა და ფართო მსოფლმხედველობის განვითარება გირჩიოთ.

ინტერკულტურული კომპეტენტურობა: საზღვრები გამუდმებით ქრება და მხოლოდ უცხო ენის ცოდნა არასაკმარისია. იმისთვის რომ სხვა კულტურების წარმომადგენლებთან იმუშაო აუცილებელია ერკვეოდე მათ ტრადიციებსა და ეროვნულ თავისებურებებში. ამ უნარის გასავითარებლად შესაძლებელია სოციალურ ქსელებში უცხოელ თანატოლებთან დამეგობრება და ორმხრივად საინტერესო ურთიერთობების დამყარება.

ცოდნის უწყვეტი განახლება: სკოლაში სწავლა და უნივერსიტეტში სპეციალისტის დიპლომის აღება დღეს არასაკმარისია. თუ გინდათ მოთხოვნადი სპეციალისტი გახდეთ, სწავლა მთელი ცხოვრება მოგიწევთ. დღეს ტექნოლოგიები სწრაფად იცვლება, ამა თუ ინ სფეროში ახალი ინფორმაცია ჩნდება, ზოგიერთი პროფესია კი საერთოდ სხვაში ტრანსფორმირდება. ამიტომ თანამდროვე სამყაროში პროფესიული სიმაღლეების მიღწევა შესაბამისი უნარებისა და სწავლის სურვილის გარეშე შეუძლებელია.



ინფორმაციასთან მუშაობის უნარი: ინტერნეტის წყალობით დღეს სავარძლიდან ადგომის გარეშე ნებისმიერი საჭირო ინფორმაციის მოძებნა არის შესაძლებელი.ამიტომ არ არსებობს აუცილებლობა იყო ადამიანი-ენციკლოპედია და ყველაფერს თავში ინახავდე. საძიებო სისტემების სწორად გამოყენების ცოდნა და მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად გააზრება ცხოვრებას მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ.

პრობლემების კომპლექსური ხედვა: როდესაც მარტივ დავალებებს მანქანა შეასრულებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდება უნარები, რომელიც მხოლოდ ადამიანისთვის არის ხელმისაწვდომი. ერთ-ერთია - პრობლემების მოგვარების კომპლექსური მიდგომა.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
მოსწავლეებმა მკითხველებს ასეთი მეგობრული რჩევა დაუტოვეს - „წაიკითხეთ წიგნები, უკეთესად იქნებით“
გარდა ამისა, მათ ფლეშმობიც მოაწყვეს. მოსწავლეები აქტივობებში უდიდესი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება