სიახლეები
სიახლეები

„ჩემს შვილს წიგნი აღარ გადაუშლია ქიმიაში, ბიოლოგიაში და ფიზიკაში“ - რას ფიქრობენ მშობლები საატესტატო გამოცდების გაუქმებაზე
22-07-2019
-
+


საატესტატო გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით აბიტურიენტების მშობლების დამოკიდებულება განსხვავებულია. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს ნერვიულობისა და სტრესის მეტი არაფერი მოჰქონდა მათი შვილებისთვის, ნაწილის აზრით კი ეს გამოცდები აუცილებელი იყო მოსწავლეებისთვის, ვინაიდან ამით მათი შვილების ცოდნა მოწმდებოდა და მოსწავლეებს მოტივაცია ჰქონდათ, ყველა საგანში გარკვეული ცოდნა დაეგროვებინათ.

როგორც განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განმარტა, საატესტატო გამოცდების გაუქმება ბავშვებს სკოლისკენ მოაბრუნებს და სკოლა არა მხოლოდ გამოცდების ჩაბარებაზე, არამედ ბავშვებისთვის ცოდნის გადაცემაზე იქნება ორიენტირებული.

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პერიოდში Etaloni.ge-მ მცირე გამოკითხვა ჩაატარა აბიტურიენტების მშობლებთან საატესტატო გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით:

„მართალია, ჩემს შვილს და ალბათ, ყველას, ვინც წელს სკოლა დაამთავრა, უზომო სიხარული მიანიჭეს საატესტატო გამოცდების გაუქმებით, არა იმიტომ, რომ ამ გამოცდებს ვერ ჩააბარებდნენ, მაგრამ ვთვლი, რომ ეს შეცდომა იყო. ასე თუ ისე, ბავშვები იძულებულები იყვნენ, ყველა საგანი ესწავლათ მინიმალურ დონეზე მაინც. მას შემდეგ, რაც საატესტატო გამოცდების გაუქმების შესახებ თქვეს, პრაქტიკულად, წიგნი აღარ გადაუშლია ჩემს შვილს და მის კლასს ქიმიაში, ბიოლოგიაში და ფიზიკაში. ვერ ვიტყვი, რომ კმაყოფილი ვარ“, - გვითხრა ერთ-ერთი აბიტურიენტის მშობელმა.

„საშინელი გადაწყვეტილებაა, ჯერ რას ასწავლიდნენ ბავშვებს და ახლა იმის ნახევარიც აღარ იქნება. ვერ ვხვდები საატესტატო გამოცდების გაუქმებით რა გააკეთეს ან სკოლისკენ როგორ მოაბრუნებენ ბავშვებს. ვფიქრობ, გამოცდები უნდა ყოფილიყო“, - აცხადებს ერთ-ერთი მშობელი მარიამ ფურელიანი.

„რეალურად, ბავშვები სკოლაში მაინც ვერ იღებდნენ შესაბამის განათლებას და ამიტომ ცალკე ემზადებოდნენ იმ საგნებში, რომელიც საატესტატო გამოცდებისთვის იყო საჭირო, ცალკე კიდევ იმ საგნებში, რომლებსაც ეროვნულებზე აბარებდნენ. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ საატესტატო გამოცდების გაუქმება ან ჩატარება ბავშვებზე არ არის მორგებული. თუ ცოდნის მიცემა უნდათ, ბავშვებისთვის ძლიერი პედაგოგები შემოიყვანონ სკოლაში, ეს ამდენი გამოცდა სულაც არ არის საჭირო“, - გვითხრა თამარ ბურჯანაძემ.

„არაფრის მომცემი გამოცდა იყო, ვერ ვხვდები რა აზრი ჰქონდა, მაინც ყველა აბარებდა. ზედმეტი სტრესი იყო ყველასთვის, ჩემი უფროსი გოგო სკოლას რომ ამთავრებდა, პირველად მაშინ თქვეს, რომ საატესტატო გამოცდები უნდა ყოფილიყო და ახლაც მახსოვს ბავშვები ისე ნერვიულობდნენ ცუდად ხდებოდნენ“, - გვითხრა ერთ-ერთი აბიტურიენტის მშობელმა.

„სკოლაში გამოცდები უნდა იყოს. რატომაც არა, 12 წელი რომ ბავშვს ასწავლი, რაღაც ცოდნა ხომ უნდა მისცე და ნახო რა დონეზეა. მე ვთვლი, რომ საატესტატო გამოცდების გაუქმება შეცდომა იყო“, - განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა.

იხილეთ ასევე: გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა მიიჩნევს, რომ სკოლის გამოსაშვები გამოცდები არ უნდა გაუქმებულიყო


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ 1422 პირს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭება
„ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას“
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
პიროვნება
სკოლები
საბა ცაბაძე თავისუფალი უნივერსიტეტის, ხოლო ქრისტინე გოგოლიძე კავკასიის უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტია
დიდი ჭყონის N2 საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულები ემოციური ღონისძიებით აღნიშნეს
საერთაშორისო ღონისძიებები, პრაქტიკული და ვიზუალური სწავლების უპირატესობა - გაეცანით ქუთაისის N45 საჯარო სკოლის მოსწავლეების აქტიურ სასკოლო ცხოვრებას
მოსწავლეებმა აკუთარი ხელებით შექმნეს ფერადი სამაჯურები, რომელზეც სიმბოლურად გამოხატული იყო ფერადი წინდები
„ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას“
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება