სიახლეები
სიახლეები

„მარტივად დავწერე, ვერ ვიტყვი, რომ რამე შეიცვალა წლევანდელ ტესტში“ - აბიტურიენტები ლიტერატურის გამოცდას აფასებენ
22-07-2019
-
+


აბიტურიენტები დღეს ლიტერატურის გამოცდას აბარებენ. როგორც გამოცდიდან გამოსული აპლიკანტები etaloni.ge-სთან საუბრისას აცხადებენ, გამოცდა რთული არ ყოფილა და თავი კარგად გაართვეს. რაც შეეხება საკითხებს, მათი თქმით, თითქმის, ყველა კითხვა საპროგრამო მასალიდან იყო.

აბიტურიენტების ნაწილი ასევე ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის ლიტერატურის გამოცდაში ცვლილებები განხორციელდა, მათთვის დიდად შესამჩნევი არ ყოფილა ეს ცვლილებები.

„თემა იყო დასაწერი „კაცია-ადამიანი?!“ და „მოგზაურობა კახეთში 1955 წელს“. ეს ორი თემა უნდა გაგეაზრებინა და ბოლოს თემა დაგეწერა. კითხვებს რაც შეეხება, იყო შემდეგი ტექსტებიდან: „შუშანიკის წამება“, „აბო“, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“, „ვეფხისტყაოსანი“. ასევე ლექსი იყო „საღამო გამოსალმებისა“, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“. მეტი აღარ მახსოვს. სულ 40 კითხვა და თემა იყო დასაწერი. ვერ ვიტყვი, რომ რთული იყო, მარტივად დავწერე“, - გვითხრა თბილისის N175 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.

„მარტივი იყო, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან“, „შუშანიკის წამებიდან“, „აბოდან“ იყო კითხვები. ასევე „იგიდან“ და „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიიდან“. თემა იყო უმარტივესი, ძალიან გამიმარტივდა. მართალია წელს, ვითომ, შეიცვალა რაღაცები ლიტერატურის გამოცდაზე, მაგრამ ვფიქრობ, ისეთი არაფერი განსხვავება არ არის. ვერც იმას ვიტყვი, რომ გართულებული ან გამარტივებულია“, - გვითხრა თბილისის N175 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.

„თემაში „მოგზაურობა კახეთში“ და „კაცია ადამიანის“ ტექსტების ანალიზსს გვთხოვდნენ. კითხვები იყო „დავითიანიდან“, „ვეფხისტყაოსნიდან“, ასევე ჰაგიოგრაფიული ტექსტებიდან. სულ სადღაც 40-მდე კითხვა იყო. რთული იყო-თქო ნამდვილად ვერ ვიტყვი, მარტივად დავწერე,  ვერც იმას ვიტყვი, თითქოს, რამე შეიცვალა წლევანდელ ტესტში. პრაქტიკულად, იგივე იყო და ნამდვილად კმაყოფილი ვარ“, - გვითხრა აბიტურიენტმა.

„წინა წლის ტესტებთან შედარებით, ვფიქრობ, ოდნავ გართულებულია, რადგან წელს თემაზე უფრო მეტი სამუშაო იყო. კითხვები ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ნაწარმოებები იყო ჰაგიოგრაფიული თხზულებებიდან: „აბო“, „შუშანიკი“, „გრიგოლ ხანძთელი“, „დავითიანი“... კითხვები იყო „ვეფხისტყაოსნიდან“, ასევე „აღმართ-აღმართიდან“, „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიიდან“, - გვითხრა საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება