სიახლეები
სიახლეები

„გამოცდა რთული არ არის, თუმცა სტრესულია“​ - აპლიკანტები ​უცხოური ენის პრაქტიკულ ნაწილს აფასებენ
20-07-2019
-
+


დღეს მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები გამოცდას უცხოური ენების (ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული) პრაქტიკულ ნაწილში და ქართულში, როგორც მეორე ენაში (პრაქტიკული ნაწილი) აბარებენ.

როგორც გამოცდის პირველი სესიიდან გამოსული აპლიკანტების ნაწილი etaloni.ge-სთან საუბრისას აცხადებს, გამოცდა რთული არ არის, თუმცა სტრესულია.

„გამოცდა მგონი კარგად ჩავაბარე. 10 წელია, რაც სკოლაში ვასწავლი. საკითხები რთული არ არის, პირიქით ძალიან ადვილია, მაგრამ იქ მაინც იბნევი და ვერ სცემ ისეთ პასუხს, როგორსაც სახლში გასცემდი. სად გაატარებდით ვიქენდს და რატომ? რომელ ენას ისწავლიდით? რომელი წიგნი წაიკითხე ბავშობისას და რა დაგამახსოვრდა? და სხვა მსგავსი კითხვები იყო. ვფიქრობ, თავი გავართვი“,-გვითხრა გამოცდიდან გამოსულმა ინგლისური ენის პედაგოგმა.

„კითხვები რთული არ არის, მაგრამ ვნერვიულობდი და ამ ფონზე არ ვიცი რამდენად კარგად ჩავაბარებ. საკითხებიც არ მახსოვს კარგად. იმედია, გამოცდაზე მეორედ გასვლა არ დამჭირდება“, - გვითხრა აპლიკანტმა.

„საკმაოდ მარტივი იყო, იმდენად მარტივი რომ არც ველოდი. ჩემს მოსწავლეებს უფრო რთულ ტექსტებს ვაკეთებინებ. ორივე ნაწილი იმდენად იოლი იყო, ამას რომ პედაგოგი ვერ დაწერს, ის სკოლაში ნამდვილად არ უნდა დარჩეს. თქვენს სამეგობროში ვინ არის ყველაზე წარმატებული და რატომ? სად შეხვდით ამ პიროვნებას? მისი რა თვისებებია თქვენთვის მოსაწონი? რა წარმატებას მიაღწია? - მსგავსი კითხვები იყო “,- გვითხრა ერთ-ერთმა აპლიკანტმა, რომელიც ინგლისური ენის პრაქტიკული ნაწილი ჩააბარა.

„უბრალოდ, დღეს რა გამოცდაც იყო, იმის ბარიერს თუ მასწავლებელი ვერ გადალახავს, არც უნდა შევიდეს გაკვეთილზე. მე ახლა მინდა პროფესიაში შესვლა. ისეთი კითხვები იყო, მარტივად გასცემ პასუხს თუ გესმის ენა. სკოლაში რომელი დღე დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად და რატომ? შენი მეგობარი აქ წარმატებულ სამსახურშია, მაგრამ შემოთავაზება აქვს საზღვარგარეთიდან? რას ურჩევდი? თუ ელემენტარული ინგლისური გესმის, ამ კითხვებს პასუხს მარტივად გასცემ და გამოცდასაც მარტივად ჩააბარებ“,- გვითხრა გამოცდიდან გამოსულმა მასწავლებლობის მსურველმა.

„ჩემი აზრით, ამ გამოცდის ჩაბარებას პროფესორობა არ სჭირდება. ეს ტესტები თუ ერთულება მასწავლებელს, მაშინ საერთოდ რა უნდა სკოლაში. სკოლის მოსწავლე დაწერს, ისეთი ტესტია. ისეთი ელემენტარულებია, ჩემს მოსწავლეებს უფრო რთულ ტესტებს ვაკეთებინებ“,-გვითხრა პედაგოგმა.

„რთული იყო-თქო, ვერ ვიტყვი. საშუალო სირთულის იყო. უფრო სტრესულია. პირველი დავალება კარგად ისმოდა, მეორე იყო ძალიან ხმამაღლა და ძლივს ვიგებდი სიტყვებს. იმედია, კარგად ჩავაბარებ. ვფიქრობ, მასწავლებლები გამოცდით არ უნდა დასტრესო“,-გვითხრა აპლიკანტმა.

კომენტარები


ეტალონი
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
მასწავლებლებისთვის დამხმარე სახელმძღვანელოს ახალი ვარიანტი შეიქმნა
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“ - 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
რესურსცენტრების ახალი დებულება - რომელ 5 ტერიტორიულ ორგანოს შეეხო ცვლილება და რა დაევალათ სკოლის დირექტორებისა თუ სამეურვეო საბჭოების მიმართულებით
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
თემატური ნამუშევრები შექმნეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს
მათ იმღერეს, ჰამო საჰიანის ლექსები წაიკითხეს და მის დაწერილ სიმღერაზე იცეკვეს
აღნიშნულ აქციას სამოქალაქო განათლების კლუბის წევრი მოსწავლეები, მასწავლებლები, სკოლის დირექტორი - ფაქიზო ფანჩულიძე და დირექტორის მოადგილე - დალი სილაგაძე შეუერთდნენ
საინტერესო
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება