სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მოქმედმა პედაგოგმა ეს გამოცდა უნდა ჩააბაროს“ - აპლიკანტები უცხოური ენის ტესტს აფასებენ
19-07-2019
-
+


დღეს მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდის პირველ სესიაზე, დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან 16%-ზე მეტი პედაგოგი და პედაგოგობის მსურველი არ გამოცხადდა.

აპლიკანტების შეფასებით, გამოცდა რთული არ ყოფილა და მოქმედ მასწავლებელს, უცხოური ენის გამოცდა არ უნდა გაჭირვებოდა.

„ინგლისური ენის გამოცდა ვწერე. ყველა ტიპის დავალება იყო, მოსასმენიც გვქონდა, გრამატიკული შეცდომების გასწორებაც იყო და ტექსტიც დასაწერი. მოსასმენი დავალებაში მწვრთნელს მიჰყავდა ბავშვები ერთ-ერთი სპორტზე. მასწავლებელი არ ვარ და არც გამრთულებია. შესაბამისად, ვთვლი, რომ მოქმედმა პედაგოგმა ეს გამოცდა უნდა ჩააბაროს“,- გვითხრა თბილისის N175 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აპლიკანტმა.

„მოსასმენი ტექსტი იყო დასასვენებელ ადგილზე, რა მოთხოვნებია და რა ხდება ამაზე იყო ინფორმაცია, რომელსაც აწვდიდა ბანაკის წარმომადგენელი. თემა იყო შემდეგი: მასწავლებლებს უნდა განხორციელდეს თუ არა მონიტორინგი წელიწადში სამჯერ და მე ვთვლი, რომ უნდა უტარდებოდეთ. გრამატიკული ნაწილიც მარტივი იყო, შეცდომები უნდა გეპოვა, შესაბამისი ფორმებით უნდა ჩაგესვა სიტყვები“,-გვითხრა თბილისის N175 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა ინგლისური ენის პედაგოგმა, ქეთი ქიმერიძემ.

„​ინგლისური ვწერე, როგორ გითხრათ საკმაოდ გამიჭირდა, განსაკუთრებით „​თრუ“ და „​ფოლსი“ იყო რთული. შექსპირის ნაწარმოები იყო მოცემული, ასევე სამოტივაციო წერილი უნდა დაგეწერა - კომპანიაში სამსახურის დაწყებაზე, კომპიუტერულ პროგრამებზე და ბოლო თემა იყო მასწავლებლების მონიტორინგზე“,- გვითხრა აპლიკანტმა.

„ქართული, როგორც მეორე ენის გამოცდა ვწერე. კითხვაში უზნაძის განწყობის თეორია იყო, მოსასმენ ნაწილში ნოდარ დუმბაძის „მე ვხედავ მზეს“ ნაწარმოებიდან იყო ნაწყვეტი. ორჯერ მოგვასმენინეს და მერე დავალება უნდა დაგვეწერა. თემა იყო ერთი, რომელი უცხოელი ავტორის ნაწარმოებს შეთავაზებდით მოსწავლესო და მეორე თემა იყო როგორ მიუსადაგებდით ამერიკულ და ევროპულ პედაგოგიკას ქართულ პედაგოგიკას, სასწავლო პროცესსო. რთული არ იყო, მე წინადადების ჩასმა გამირთულდა, აბზაცი რომ უნდა გამოყო და წინადადება ჩასვა. დანარჩენი რთული არ ყოფილა. 2018 წლის ტესტი უფრო იოლი იყო, ამასთან შედარებით, თუმცა, 2017 უფრო რთული იყო. ბუღალტერი ვარ, თუმცა საათები მაქვს სკოლაში და გამოცდაზე გასვლაც ამიტომ გადავწყვიტე“,- გვითხრა თბილისის N175 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან​ გამოსულმა აპლიკანტმა.


კომენტარები


სკოლები
იგი 20  წელზე მეტია მასწავლებელია და მათგან 15  წლის განმავლობაში სხვადასხვა არაქართულენოვან სკოლაში ასწავლის
მისი პედაგოგიური პრაქტიკა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებით გამოირჩევა
სიახლეები
etaloni.ge გთავაზობთ სასწავლო წლის დაწყების თარიღთან დაკავშირებით უნივერსიტეტების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას:
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საიტი განაახლა
თუ არჩევანი არ აქვს აბიტურიენტს გაკეთებული სამწუხაროდ ვერსად ვერ ჩაირიცხება
პროგრამა ასევე უზრუნველყოფს მაძიებლის პროფესიული ცოდნის განვითარებას, მასწავლებლის უნარ-ჩვევებით აღჭურვას
საინტერესო
სკოლა პიროვნებას იმ უნარების განვითარებაში ეხმარება, რაც შემდგომ დამოუკიდებელ ადამიანად ჩამოყალიბების საშუალებას აძლევს
სამთვიანი საზაფხულო არდადეგების შემდეგ სასკოლო პროცესზე ადაპტაცია მოსწავლეებს უჭირთ
ბავშვებს სთავაზობენ ვეგეტარიანულ, ჰიპოალერგიულ და დიაბეტით დაავადებულთათვის განკუთვნილ საკვებს
ასევე არ დაგავიწყდეთ სკოლის მოსწავლისთვის სამუშაო ადგილის მოწყობა
ეს მცენარე ჰაერის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სანიტარია
პიროვნება
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მაია ცქიტიშვილი 16 წლის იყო, დედა რომ გახდა
ეტალონი
განათლებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის
„არემჯი“ ორი წელია „ეტალონის“ მხარდამჭერი და ინტელექტ-ჩემპიონატის მეგობარი კომპანიაა
2018-2019 სასწავლო წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ფინალური ღონისძიება საზეიმოდ დასრულდა
ინტელექტუალური კონკურსის ფინალში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მონაწილეობდა
მონაწილეები  მოსალოდნელ გამარჯვებებზე და შეგრძნებებზე გვესაუბრნენ.
საზოგადოება