სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„წელს მასწავლებელთა გამოცდებზე აპლიკანტთა გამოცხადების მაჩვენებელი უპრეცედენტოა“ - გამოცდების ეროვნული ცენტრი
19-07-2019
-
+


წელს მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე აპლიკანტთა გამოცხადების მაჩვენებელი (80%-ზე მეტი) უპრეცედენტოა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

გამოცდებში პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები 10 ივლისიდან ჩაერთვნენ. წელს მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად აპლიკანტთა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა დარეგისტრირდა. 31500-მდე დარეგისტრირებულთაგან 20 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელია. წელს უპრეცედენტოა მასწავლებელთა გამოცხადების მაჩვენებელი - 80%-ზე მეტი. პედაგოგობის მსურველი პირი აბარებს მხოლოდ საგნის გამოცდას, პრაქტიკოს მასწავლებელს კი შესაძლებლობა აქვს დაადასტუროს როგორც პროფესიული, ისე საგნობრივი კომპეტენცია.

პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები 19 ივლისს გამოცდას ბიოლოგიაში, უცხოურ ენებში, ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებსა და ქართულში, როგორც მეორე ენაში აბარებენ. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან სოფიო გორგოძესთან ერთად, პროცესის მიმდინარეობას თბილისის N103 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში პირადად გაეცნო.

მნიშვნელოვანია, რომ ყოველ გამოცდაზე აპლიკანტი დროულად გამოცხადდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით, რომელშიც მითითებულია თითოეული გამოცდის დრო და ადგილი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რომ რეგისტრაციი დასრულების შემდეგ გამოცდაზე აპლიკანტები არ დაიშვებიან.


კომენტარები


სკოლები
იგი 20  წელზე მეტია მასწავლებელია და მათგან 15  წლის განმავლობაში სხვადასხვა არაქართულენოვან სკოლაში ასწავლის
მისი პედაგოგიური პრაქტიკა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებით გამოირჩევა
სიახლეები
etaloni.ge გთავაზობთ სასწავლო წლის დაწყების თარიღთან დაკავშირებით უნივერსიტეტების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას:
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საიტი განაახლა
თუ არჩევანი არ აქვს აბიტურიენტს გაკეთებული სამწუხაროდ ვერსად ვერ ჩაირიცხება
პროგრამა ასევე უზრუნველყოფს მაძიებლის პროფესიული ცოდნის განვითარებას, მასწავლებლის უნარ-ჩვევებით აღჭურვას
საინტერესო
სკოლა პიროვნებას იმ უნარების განვითარებაში ეხმარება, რაც შემდგომ დამოუკიდებელ ადამიანად ჩამოყალიბების საშუალებას აძლევს
სამთვიანი საზაფხულო არდადეგების შემდეგ სასკოლო პროცესზე ადაპტაცია მოსწავლეებს უჭირთ
ბავშვებს სთავაზობენ ვეგეტარიანულ, ჰიპოალერგიულ და დიაბეტით დაავადებულთათვის განკუთვნილ საკვებს
ასევე არ დაგავიწყდეთ სკოლის მოსწავლისთვის სამუშაო ადგილის მოწყობა
ეს მცენარე ჰაერის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სანიტარია
პიროვნება
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მაია ცქიტიშვილი 16 წლის იყო, დედა რომ გახდა
ეტალონი
განათლებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის
„არემჯი“ ორი წელია „ეტალონის“ მხარდამჭერი და ინტელექტ-ჩემპიონატის მეგობარი კომპანიაა
2018-2019 სასწავლო წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ფინალური ღონისძიება საზეიმოდ დასრულდა
ინტელექტუალური კონკურსის ფინალში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მონაწილეობდა
მონაწილეები  მოსალოდნელ გამარჯვებებზე და შეგრძნებებზე გვესაუბრნენ.
საზოგადოება