მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N1 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის ორიგინალურად და საინტერესოდ აღნიშნავენ.
სკოლაში არც დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე დავიწყებიათ - დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების მიზანი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებებისა და უფლებების დაცვა იყო.
21 მარტს მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნება. 2019 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის გზავნილია „არავინ დატოვო მიღმა“. ეს დღე პირველად 2006 წლის 21 მარტს აღინიშნა. დღე და თვე შემთხვევით არ აურჩევიათ და ის სიმბოლური ხასიათისაა. 21-ე ქრომოსომას აღნიშნავს თარიღი, ხოლო მარტი როგორც წელიწადის მესამე თვე - ტრისომიულ მოვლენას. დაუნის სინდრომი ქრომოსომული გენეტიკური ცვლილებაა, რომლის დროსაც 46 ქრომოსომის ნაცვლად, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება.
„მოსწავლე რომ ვიყავი განსაკუთრებით მაინტერესებდა ისტორია“