სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მათემატიკური ნაწილი უფრო რთული იყო“ - მაგისტრანტობის მსურველები გამოცდას აფასებენ
18-07-2019
-
+


საერთო სამაგისტრო გამოცდები გრძელდება. დღეს აპლიკანტები B ტიპის ტესტს (ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა) წერენ.

დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან გამოცდაზე 87%-მდე მაგისტრანტობის მსურველი გამოცხადდა.

გამოცდიდან გამოსული აპლიკანტები გამოცდას განსხვავებულად აფასებენ:

„წელს, წინა წელთან შედარებით, მათემატიკური ნაწილი უფრო რთული იყო. მე ცოტა წაკითხულის გააზრება გამიჭირდა. თემა არ მომეწონა - ჟესტებით ლაპარაკზე იყო, თუ რა კვლევები ჩატარდა, ასევე იყო იმაზე რომ ბავშვები ნახატებით თავიანთ ენაზე საუბრობენ. მაგრამ ორაზროვანი იყო.  საერთო ჯამში, იმედია, ჩავაბარებ. ვფიქრობ, თუ სამაგისტრო გამოცდაზე გადიხარ, არ უნდა გაგიჭირდეს მსგავსი ტესტის დაწერა“-განაცხადა თბილისის N175 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აპლიკანტმა.

„გამიჭირდა ლოგიკური ნაწილი, ვიდრე სხვა დანარჩენი. მათემატიკური ნაწილი უფრო გამიმარტივდა. კონკრეტულად არ მახსოვს რა საკითხები იყო, მაგრამ  საერთო ჯამში, ძალიან რთული ტესტი არ იყო“, - გვითხრა მაგისტრანტობის მსურველმა.

„არ იყო რთული. უბრალოდ, ლოგიკურ ნაწილში მეტი დრო რომ ყოფილიყო, სჯობდა, რადგან ტექსტების წაკითხვას და გააზრებას მეტი დრო სჭირდება. მათემატიკური უფრო მარტივია. კიდევ რასაც ვიტყოდი, თავიდან ფორმულებია ძალიან ბევრი მოცემული, რომლის გაცნობაშიც დროს კარგავ და რომელიც ტესტზე მუშაობის დროს არ გჭირდება. სჯობს, კონკრეტულად რაც გჭირდება, ის იყოს მოცემული. საერთო ჯამში, დადებითად ვაფასებ. 10 ქულიდან 8-ს მივანიჭებდი“,-გვითხრა აპლიკანტმა.

„მათემატიკური ნაწილი გამიჭირდა. იმედი მაქვს, წარმატებით ჩავაბარებ. საკითხები არ მახსოვს, საერთო ჯამში, ძალიან რთული არ იყო და არც ძალიან მარტივი. საშუალო სირთულის ტესტი იყო. ვისაც ცოტა გონებრივი შესაძლებლობა აქვს, დაძლევს“, - გვითხრა მაგისტრანტობის მსურველმა.

„გუშინდელი დღეს გამოცდის სირთულე იყო დრო. 3 ტექსტის წაკითხვის გააზრებისთვის და დასაწერი დავალებებისთვის  დრო ცოტა იყო. დღევანდელ დღეს რაც შეეხება, მათემატიკური ნაწილი უფრო რთული იყო. მოცემული იყო ძირითადად გეომეტრიული და ალგებრული მაგალითები. სამკუთხედებზე და წრეწირებზეც იყო. საერთო ჯამში, გამოცდა საშუალოზე მეტად რთული იყო“, - გვითხრა თბილისის N175 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აპლიკანტმა.

„ჩვეულებრივი იყო, ახალი და განსაკუთრებული არაფერი იყო, რასაც აქამდე  ვწერდით, ისეთი იყო. მოკლედ, წინა წელს რაც გაგვიკეთებია ზუსტად იგივე იყო. არც რთული და არც მარტივი. საერთო ჯამში, საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ. კარგად დავწერე მგონია“, - განაცხადა აპლიკანტმა.

2019 წელს საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩასაბარებლად 12 000-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა.

ასევე იხილეთ: საერთო სამაგისტრო გამოცდის განრიგი

რა საკითხები შეხვდათ აპლიკანტებს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტში - შეფასებები

კომენტარები


სკოლები
იგი 20  წელზე მეტია მასწავლებელია და მათგან 15  წლის განმავლობაში სხვადასხვა არაქართულენოვან სკოლაში ასწავლის
მისი პედაგოგიური პრაქტიკა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებით გამოირჩევა
სიახლეები
etaloni.ge გთავაზობთ სასწავლო წლის დაწყების თარიღთან დაკავშირებით უნივერსიტეტების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას:
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საიტი განაახლა
თუ არჩევანი არ აქვს აბიტურიენტს გაკეთებული სამწუხაროდ ვერსად ვერ ჩაირიცხება
პროგრამა ასევე უზრუნველყოფს მაძიებლის პროფესიული ცოდნის განვითარებას, მასწავლებლის უნარ-ჩვევებით აღჭურვას
საინტერესო
სკოლა პიროვნებას იმ უნარების განვითარებაში ეხმარება, რაც შემდგომ დამოუკიდებელ ადამიანად ჩამოყალიბების საშუალებას აძლევს
სამთვიანი საზაფხულო არდადეგების შემდეგ სასკოლო პროცესზე ადაპტაცია მოსწავლეებს უჭირთ
ბავშვებს სთავაზობენ ვეგეტარიანულ, ჰიპოალერგიულ და დიაბეტით დაავადებულთათვის განკუთვნილ საკვებს
ასევე არ დაგავიწყდეთ სკოლის მოსწავლისთვის სამუშაო ადგილის მოწყობა
ეს მცენარე ჰაერის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სანიტარია
პიროვნება
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მაია ცქიტიშვილი 16 წლის იყო, დედა რომ გახდა
ეტალონი
განათლებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის
„არემჯი“ ორი წელია „ეტალონის“ მხარდამჭერი და ინტელექტ-ჩემპიონატის მეგობარი კომპანიაა
2018-2019 სასწავლო წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ფინალური ღონისძიება საზეიმოდ დასრულდა
ინტელექტუალური კონკურსის ფინალში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მონაწილეობდა
მონაწილეები  მოსალოდნელ გამარჯვებებზე და შეგრძნებებზე გვესაუბრნენ.
საზოგადოება