მარნეულის N6 საჯარო სკოლაში IV კლასების მოსწავლეების გამოსაშვები ღონისძიებები გაიმართა
18-07-2019
დაკოპირებულია
-
+
მარნეულის N6 საჯარო სკოლაში მეოთხე კლასების მოსწავლეების გამოსაშვები ღონისძიებები - „რა ტკბილი ყოფილა ეს 4 წელი“ და „გადავდივართ V კლასში“ გაიმართა.
მოსწავლეებმა დაწყებითი საფეხურის წარმატებით დასრულება მრავალფეროვანი აქტივობით აღნიშნეს.
ბავშვების გამოსვლამ დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა, სკოლის დირექციამ და მასწავლებლებმა მოსწავლეებს მეხუთე კლასში გადასვლა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.