ხევსურთსოფლის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით მრავალფეროვანი ღონისძიებები ჩატარდა
18-07-2019
დაკოპირებულია
-
+
თიანეთის მუნიციპალიტეტის ხევსურთსოფლის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მრავალფეროვანი ღონისძიებები ჩატარდა.
სკოლაში გაიმართა შემდეგი ღონისძიებები:
1. ასფალტზე ხატვა- ბავშვებმა დახატეს თავიანთი სურვილები, ოცნებები, ბედნიერი დღეები. 2. კუთხე - „მშვიდობა ბავშვებს“. 3. ხევსურთსოფლის საჯარო ბიბლიოთეკაში II-IV-V კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს ღონისძიება - „ბედნიერი ბავშვობა“, რომელშიც მოსწავლეთა მშობლები და ბიბლიოთეკის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.