სიახლეები
სიახლეები

„რთული არ იყო, თუ წარმატებით ჩავაბარებ 60-კრედიტიან პროგრამაზე გავალ“ - მასწავლებლობის მსურველები გამოცდას აფასებენ
17-07-2019
-
+


მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე დღეს აპლიკანტები მუსიკის, ისტორიის გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლებისა და ქართული ენისა და ლიტერატურის (VII-XII) კლასის გამოცდებს აბარებენ.

გამოცდის სირთულეს მასწავლებლობის მსურველები განსხვავებულად აფასებენ:

„სამოქალაქო განათლებას ვაბარებდი. რუკა იყო, საერთაშორისო ორგანიზაციები იყო მოცემული, სიტყვის თავისუფლებაზე იყო ტექსტი, ასევე მსჯელობა იყო, რამდენიმე ტესტი გვქონდა მოცემული - ერთი ილია ჭავჭავაძის, მეორე გრიგოლ ხანძთელის და მესამე ჯონ სტიუარდ მილის ნაწარმოებზე. ასევე მამარდაშვილის ტოტალიტარიზმი გვქონდა მოცემული და ტოტალიტარიზმთან მიმართებით ამ ნაწარმოებებზე უნდა გემსჯელა. საერთო ჯამში, არ ვფიქრობ, რომ რთული იყო. მოქმედი პედაგოგი არ ვარ. ახლა ვფიქრობ, რომ ჩავაბარო, არ ვიცი საბოლოო ჯამში რამდენად კარგად დავწერე, მაგრამ  რთული არ იყო“, - გვითხრა თბილისის N175 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აპლიკანტმა.

„მასწავლებლისთვის არ უნდა ყოფილიყო ძნელი. საკითხები ზუსტად არ მახსოვს მაგრამ იყო დახურული და ღია კითხვები, როგორც მსოფლიო ისე საქართველოს ისტორიიდან. საქართველოს ისტორიიდან კითხვები ნაკლები იყომ მსოფლიო ისტორიის კითხვები უფრო ჭარბობდა. კონკრეტული საკითხები არ მახსოვს, მაგრამ გაჭირვებით ტესტის დაწერა, არ გამჭირვებია“,- გვითხრა კიდევ ერთმა აპლიკანტმა, რომელმაც ისტორიის საგანი ჩააბარა.

„ჯვაროსნული ლაშქრობები იყო მოსული, პირველი, მეორე მსოფლიო ომი... 1921 წლამდე იყო ძირითადად კითხვები. უფრო მეტად მსოფლიო ისტორიიდან იყო კითხვები. ასევე, როგორც ჩვენი, ისე ძველი წელთაღრიცხვიდან. წელს დავამთავრე ბაკალავრიატი და ვცადე მასწავლებლის გამოცდაზე გასვლაც. თუ წარმატებით ჩავაბარებ მერე 60-კრედიტიან პროგრამაზე გავალ და იქნებ მუშაობაც დავიწყო. რაც შეეხება გამოცდას, ვთვლი, რომ რთული არ იყო“, - გვითხრა თბილისის N175 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აპლიკანტმა

„რუკა იყო, სადაც უნდა ამოგეცნო რომელი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო. შემდეგი იყო ტექსტის გააზრება საბჭოთა კავშირის ტოტალიტარულ აზროვნებაზე, რა გავლენას ახდენა თანამედროვე საქართველოს სოციალურ პოლიტიკურ მდგომარეობაზე, ასევე ილუსტრაციაში მოცემული იყო მტვერსასრუტის რეკლამა, რომელზეც უნდა გემსჯელა ფემინისტურ ჭრილში. შემდეგი საკითხი იყო მოსწავლის ნაშრომის შეფასება, რომელიც საარჩევნო სისტემებზე იყო დაწერილი. შეცდომების აღმოჩენა და გასწორება იყო. ერთ-ერთი საკითხი სიტყვის თავისუფლებაზე იყო. მოქმედი პედაგოგებისთვის, სავარაუდოდ, მარტივი უნდა ყოფილიყო, რადგან თეორიულ ცოდნასათან ერთად მეთოდური უნარების წარმოჩენაც იყო საჭირო. რაც შეეხება მუშაობის დაწყებას, ვფიქრობ, გამოცდის ჩაბარება გადამწყვეტი ფაქტორია საჯარო სკოლაში მუშაობის დასაწყებად“, - გვითხრა კიდევ ერთმა მასწავლებლობის მსურველმა.

17 ივლისს მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებისთვის დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან საგამოცდო ცენტრში 84%-ზე მეტი გამოცხადდა.

ასევე იხილეთ:
როდის გამოქვეყნდება მასწავლებელთა საგამოცდო ტესტების პასუხები და შედეგები? – „ნაეკის“ პასუხი

2019 წლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა საგნების გამოცდის ტესტები გამოქვეყნდა

2019 წლის მასწავლებელთა პროფესიული უნარების გამოცდის ტესტები გამოქვეყნდა

რამდენი ქულა უნდა დააგროვონ აპლიკანტებმა მასწავლებელთა საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის?! - ბრძანება

რამდენ პროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახონ მასწავლებელთა გამოცდაზე აპლიკანტებმა 1, 4, 7 და 10 კრედიტქულის მოსაპოვებლად?!

რამდენი აპლიკანტია დარეგისტრირებული მასწავლებელთა გამოცდებზე საგნების მიხედვით - სტატისტიკა


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება