სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

5 ფუნქცია, რომლებიც უმჯობესია მამამ აიღოს ბავშვის აღზრდისას საკუთარ თავზე
17-07-2019
-
+


რა თქმა უნდა, დედებს ყველაფერი შეუძლიათ. მაგრამ ბავშვის აღზრდის დროს ეს ხუთი ფუნქცია უმჯობესია, შეძლებისდაგვარად, მამებმა აიღონ საკუთარ თავზე.

ბავშვის ფიზიკური განვითარება

ვის თუ არა მამას, ასეთ ძლიერსა და ყოვლისშემძლეს, შეუძლია იყოს სამაგალითო და ბავშვი სასარგებლო ჩვევებს და ცხოვრების ჯანსაღ წესს მიაჩვიოს? სირბილი, ფეხბურთი, ცურვა ... უქმე დღეებში აქტიური დასვენება - თხილამურები, ჩოგბურთი, ველოსიპედი და ა.შ.

უსაფრთხოების კულტურა



ეს უფრო მეტია, ვიდრე სახლში მისთვის ნათქვამი „არ შეიძლება“.

ბავშვმა უნდა იცოდეს ქუჩის, საზოგადოებრივი ადგილების, ტრანსპორტის და ა.შ დაფარული საფრთხეების შესახებ. დაიმახსოვროს სამაშველო სამსახურების ნომრები. მამამ კი ეს ყველაფერი შვილებს კარგად უნდა აუხსნას.

მამაკაცის მორალური ქცევის შესახებ წარმოდგენების ფორმირება

კარგია თუ მამა მოუთხრობს შვილებს ეროვნული გმირების შესახებ, რატომ არის მნიშვნელოვანი მათთვის პატივის მიგება. მოიშველიოს -  ლიტერატურა, ფილმები და ა.შ.

აზროვნებისა და ლოგიკის განვითარება

მნიშვნელოვანია, დედებთან ერთად, მემებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ შვილების ლოგიკისა და აზროვნების განვითარებაში. მამები შვილებთან კონსტრუქტორებით თავადაც დიდი სიამოვნებით თამაშობენ. ამასთან, ხშირად მამის და შვილის უერთიერთობა თანასწორ პირობებში მიმდინარეობს, რაც ბავშვს თვითრწმენას უმტკიცებს. 

დაცულობის შეგრძნება



დაბადებისას ჩვილი აღმოჩნდება სამყაროში, რომელშიც მხოლოდ ის და დედა არიან. გარესამყარო და მასში მყოფი ადამიანები აშინებს და აფრთხობს. თუ გარესამყაროს შესწავლის მცდელობა აქვს ძალიან ცოტა ხნით და უმალვე დედის მკლავებში ბრუნება. ჩვილი ბავშვი თავს დაცულად მხოლოდ დედის გვერდით გრძნობს.

როდესაც მის სამყაროში შედის მამა, ბავშვი განსაკუთრებულ მხარდაჭერას იღებს, მისი სამყარო მნიშვნელოვნად ფართოვდება. ბავშვი უფრო თავდაჯერებული ხდება, უფრო აქტიურად იკვლევს გარესამყაროს, შედეგად, გაცილებით სწრაფად ვითარდება და ყალიბდება.

რისი გაკეთება შეუძლიათ მამებს ბავშვის გასავითარებლად

  • შვილებისთვის გარკვეული თავისუფლების მიცემა;
  • გარისკვის ნების დართვა (რა თქმა უნდა, მეთვალყურეობის ქვეშ);
  • წარუმატებლობის მშვიდად გადატანის სწავლა;
  • დაუმორჩილებლობის შესაძლო შედეგების ახსნა ( მაგალითად, სწავლის სურვილის არქონა, სადილის ნაცვლად ტკბილეულის ჭამა);
  • კომპრომისების მნიშვნელობის ახსნა და განმარტება, რომ არ შეიძლება ერთდროულად ყველაფრის მიღება.
  • ბავშვის პასუხისმგებლობის ზონის განსაზღვრა (მაგალითად, შინაური ცხოველების მოვლა და ჭურჭლის რეცხვა).
  • ოპტიმიზმისკენ მიმართვა (რადგან ბავშვები ნებისმიერ უიღბლობას აღიქვამენ, როგორც მსოფლიო მასშტაბის ტრაგედიას!).
მთავარია - გახსოვდეთ, რომ პრინციპები, ჩვევები და ქცევა, რომელსაც თქვან ბავშვებს ასწავლით, არ უნდა იყოს აცდენილი თქვენსავე ცხოვრების წესს.

კომენტარები


სკოლები
იგი 20  წელზე მეტია მასწავლებელია და მათგან 15  წლის განმავლობაში სხვადასხვა არაქართულენოვან სკოლაში ასწავლის
მისი პედაგოგიური პრაქტიკა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებით გამოირჩევა
სიახლეები
etaloni.ge გთავაზობთ სასწავლო წლის დაწყების თარიღთან დაკავშირებით უნივერსიტეტების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას:
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საიტი განაახლა
თუ არჩევანი არ აქვს აბიტურიენტს გაკეთებული სამწუხაროდ ვერსად ვერ ჩაირიცხება
პროგრამა ასევე უზრუნველყოფს მაძიებლის პროფესიული ცოდნის განვითარებას, მასწავლებლის უნარ-ჩვევებით აღჭურვას
საინტერესო
სკოლა პიროვნებას იმ უნარების განვითარებაში ეხმარება, რაც შემდგომ დამოუკიდებელ ადამიანად ჩამოყალიბების საშუალებას აძლევს
სამთვიანი საზაფხულო არდადეგების შემდეგ სასკოლო პროცესზე ადაპტაცია მოსწავლეებს უჭირთ
ბავშვებს სთავაზობენ ვეგეტარიანულ, ჰიპოალერგიულ და დიაბეტით დაავადებულთათვის განკუთვნილ საკვებს
ასევე არ დაგავიწყდეთ სკოლის მოსწავლისთვის სამუშაო ადგილის მოწყობა
ეს მცენარე ჰაერის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სანიტარია
პიროვნება
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მაია ცქიტიშვილი 16 წლის იყო, დედა რომ გახდა
ეტალონი
განათლებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის
„არემჯი“ ორი წელია „ეტალონის“ მხარდამჭერი და ინტელექტ-ჩემპიონატის მეგობარი კომპანიაა
2018-2019 სასწავლო წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ფინალური ღონისძიება საზეიმოდ დასრულდა
ინტელექტუალური კონკურსის ფინალში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მონაწილეობდა
მონაწილეები  მოსალოდნელ გამარჯვებებზე და შეგრძნებებზე გვესაუბრნენ.
საზოგადოება