სიახლეები
სკოლები

თელავის N9 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა ინტეგრირებული სწავლების მეთოდიკაში საინტერესო კურსი გაიარეს
16-07-2019
-
+


თელავის N9 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა - თეონა სუმბაძემ, ლალი გიგაურმა და ნატო ბონდარენკომ ინტეგრირებული სწავლების მეთოდიკაში საინტერესო კურსი გაიარეს. 

მიმდინარე წლის 7-დან 14 ივლისამდე პედაგოგები ქობულეთში, PH INTERNATIONAL /CTEL II-ის საერთაშორისო საზაფხულო ბანაკში იყვნენ მიწვეული. აღსანიშნავია, რომ კურსს ტრენერის რანგში ასევე თელავის N9 საჯარო სკოლის პედაგოგი ანა გიორგანაშვილი უძღვებოდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, არაერთ საერთაშორისო თუ ადგილობრივ პროექტში ჩართული სკოლის გუნდი დღითიდღე, კვირიდან კვირამდე, წლიდან წლამდე პროფესიულად იზრდება და წარმატებებს აღწევს.

„სკოლის ისტორია სულ ორიოდე ათეულ წელს ითვლის, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, საამაყო ბევრი გვაქვს - ეს კი, უპირველეს ყოვლისა, სკოლის მასწავლებელთა დამსახურებაა. არაერთ საერთაშორისო თუ ადგილობრივ პროექტში ჩართული სკოლის გუნდი დღითი დღე, კვირიდან კვირამდე, წლიდან წლამდე პროფესიულად იზრდება და წარმატებებს აღწევს. 2019 წლის 7 ივლისიდან 14 ივლისამდე ჩვენი მასწავლებლები (სამოქალაქო განათლება - თეონა სუმბაძე, ისტ - ლალი გიგაური და ინგლისური ენა - ნატო ბონდარენკო), მიწვეული იყვნენ PH INTERNATIONAL/CTEL II-ის (სამოქალაქო განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიებითა და ინგლისური ენით) საერთაშორისო საზაფხულო ბანაკში ქობულეთში, სადაც ინტეგრირებული სწავლების მეთოდიკაში საინტერესო კურსი გაიარეს.

სიამაყით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ კურსს ტრენერის რანგში უძღვებოდა ასევე ჩვენი სკოლის პედაგოგი ანა გიორგანაშვილი. საჩვენებელ ინტეგრირებულ გაკვეთილზე ნატო მასწავლებელს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ქალბატონი ელიზაბედ რუდი საელჩოს სხვა თანამშრომლებთან ერთად დაესწრო... თავმდაბლობის გამო აღარ ჩამოვთვლით იმ სასიამოვნო კომპლიმენტებს, რაც ნატო ბონარენკომ, როგორც ინგლისური ენის მასწავლებელმა დაიმსახურა, ასევე არ გავახმოვანებთ იმ კომპლიმენტებს, რასაც 7 დღის განმავლობაში ანა გიორგანაშვილი, როგორც ინგლისური ენის საუკეთესო და შეუდარებელი ტრენერი ღებულობდა. ვიტყვით მხოლოდ იმას, რომ სკოლას ჩვენი პედაგოგების სახით (ინგლისური ენა, სამოქალქო განათლება, ისტ) შეუდარებელი პროფესიული გუნდი ჰყავს. გვჯერა, პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა და გამოცდილება სასიკეთოდ წაადგებათ მათ მოსწავლეებს - სკოლის, ქვეყნის მომავალ თაობას. სკოლის დირექცია მადლობას უხდის პროგრამის კოორდინატორს, ნანა იოსელიან-მეისნერს CTEL პროგრამაში სკოლის ჩართვისთვის და მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების კურსში აქტიური დახმარებისათვის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
აქტივობის მიზანი ცოდნის გაღრმავება და ბუნების შემეცნება იყო
შეგახსენებთ, რომ 23 აპრილს მსოფლიოში წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება