„ნუცას ბაღის“ პატარები მშობლებთან და აღმზრდელებთან ერთად ექსკურსიაზე მცხეთაში იმყოფებოდნენ. მათ ჯვრის მონასტერი და სვეტიცხოველი მოინახულეს.
ბავშვებმა დღე ხალისიანად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
„ნუცას ბაღში“ აქტიურად ზრუნავენ ბავშვების განვითარებაზე, ამ მიზნით კი ხშირად სთავაზობენ პატარებს სხვადასხვა სახის შემეცნებით აქტივობებს.
აქვე შეგახსენებთ, რომ „ნუცას ბაღი“ მშობლებს სამსახურზე მორგებულ გრაფიკს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ ბაღი 2014 წელს დაარსდა და პირველივე დღიდან მშობელთა ნდობა და პატარების გამორჩეული სიყვარული დაიმსახურა.