სიახლეები
სკოლები

არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მოსწავლეებმა საკონკურსო კვირეულში წარმატება მოიპოვეს
15-07-2019
-
+


წყალტუბოს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მოსწავლეებმა პროექტის - „სწავლება - კონკურსი უკეთესი მომავლისათვის“ ფარგლებში გამართულ საკონკურსო კვირეულში თავი წარმოაჩინეს. 

საკონკურსო კვირეული ოტია იოსელიანის საზოგადოების, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით პროექტის - „სწავლება - კონკურსი უკეთესი მომავლისათვის“ფარგლებში ჩატარდა შემდეგი მიმართულებებით: 1. ფოტოკონკურსი 2. მხატვრობის კონკურსი - „ჩვენ და წელიწადის დროები“ 3. ლიტერატურული კონკურსი „შოთა ნიშნიანიძე 90“ 4. ისტორიული ესეების კონკურსი „წყალტუბო ჩემი სიამაყეა“. 

ჟიურის კომპეტენტურმა წევრებმა გამოავლინეს კონკურსში გამარჯვებულები და მათ დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სასიამოვნო და სასიხარულო ფაქტია ის, რომ აღნიშნული კონკურსის გამარჯვებულები არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მოსწავლეები არიან.

გაიმარჯვეს შემდეგმა მოსწავლეებმა - ლიტერატურული კონკურსი „შოთა ნიშნიანიძე 90“- გიორგი იობიძე - I ხარისხის დიპლომი (მე-11 კლასი); დემეტრე გუჩმაზოვი (მე-5 კლასი), ლუკა გორდულაძე (მე-8 კლასი) ისტორიული ესეების კონკურსი - „წყალტუბო ჩემი სიამაყეა“ მარიამ აფხაძე - I ხარისხის დიპლომი (მე-8 კლასი); 

ფოტოკონკურსში ჟიურის სიმპატია დაიმსახურა ანანო კოპალიანმა (მე-4 კლასი). ასევე ნონა აკიმჩევსა და მარიამ თუთბერიძეს (მე-10 კლასი) სერტიფიკატები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
აქტივობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით ჩაერთო
„მათ ეს დღე დიდხანს დაამახსოვრდებათ“,- ამბობენ სკოლაში
მათთვის თითოეული აქტივობა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა
მოსწავლეებმა აღნიშნული თარიღის შესახებ ვრცლად ისაუბრეს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება