ნიჩბისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი - „არტურ ლაისტის ნაკვალევზე“ განახორციელეს
15-07-2019
დაკოპირებულია
-
+
მცხეთის მუნიციპალიტეტის ნიჩბისის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა გერმანული ენის მასწავლებლის, ლალი ხუროძის ხელმძღვანელობით, პროექტი - „არტურ ლაისტის ნაკვალევზე“ განახორციელეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში დიდუბის პანთეონში არტურ ლაისტის საფლავი მოინახულეს და ესტუმრნენ ჰუმბოლტის სახელობის ბიბლიოთეკას, სადაც გაეცნენ მწერლის შემოქმედებასა და თარგმანებს.
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა