სიახლეები
სკოლები

გომბორის საჯარო სკოლაში პროექტი - „მშობელთა ჩართულობის გაზრდა სასკოლო ცხოვრებაში“ განხორციელდა
15-07-2019
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გომბორის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა პროექტი - „მშობელთა ჩართულობის გაზრდა სასკოლო ცხოვრებაში“ დაგეგმეს და განახორციელეს.

პროექტი მოიცავდა ხუთ ძირითად ღონისძიებას:

1.მშობლებთან შეხვედრა და მათი ჩართვა დაგეგმილ აქტივობებში;
2. საინტერესო სტუმრის მოწვევა;
3. კინოჩვენება;
4. დისკუსია თემაზე - ნაადრევი ქორწინება;
5. ესეების კონკურსი.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის საწყის ეტაპზე IX კლასის მოსწავლეებმა სკოლაში მშობლებთან შეხვედრა მოაწყვეს. ღონისძიება ძირითადად მოიცავდა თამაშებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდებოდა ჩართულობის მნიშვნელობის გააზრებას.

„შემდეგ ეტაპზე მოსწავლეებმა ითანამშრომლეს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგთან, რის შედეგადაც ქალბატონმა იამ სკოლაში ჩაატარა ტრენინგი მშობლების ჩართულობასა და სწორ კომუნიკაციაზე. ღონისძიება მიწვეული მშობლებისა და მათ ბავშვებისთვის გაიმართა.

ამის შემდეგ მეცხრეკლასელებმა​ კინოჩვენება გამართეს. ღონისძიებაზე ფილმი WONDER წარმოადგინეს. კინოჩვენებას მშობლებიც ესწრებოდნენ. ფილმის შემდეგ სამოქალაქო განათლების პედაგოგთან ერთად გავმართეთ დისკუსია და განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ მშობლის სწორი ჩართულობის გავლენაზე ბავშვის სასკოლო ცხოვრებაში. განსაკუთრებული ემოციით გაგაცნობთ შემდეგ ღონისძიებას, რომელზეც თემაზე - ნაადრევი ქორწინება დისკუსია გაიმართა.

ღონისძიება მთლიანად წაიყვანეს აზერბაიჯანელმა გოგონებმა. მათ თავიანთი დამოკიდებულება გაუზიარეს მშობლებს ამ პრობლემატურ თემასთან დაკავშირებით (მოგეხსენებათ აზერბაიჯანელ მოსახლეობაში ნაადრევი ქორწინება ისევ მწვავედ დგას). ღონისძიება მონაწილეებმა გააფორმეს პლაკატებით, რომლებიც შემდეგ სოფელში, ხალხმრავალ ადგილას გამოაკრეს.

პროექტის ფინალურ ღონისძიებას წარმოადგენს ესეების კონკურსი. ამ ღონისძიების ჩატარების აუცილებლობა გამოიკვეთა მშობლებთან შეხვედრებისას, რომლებზეც თავი იჩინა ახალმა პრობლემამ - ბავშვების ჩართულობის დაბალი დონე ასევე სასკოლო ცხოვრებაში. ეს თემა მეცხრე კლასისთვის ახალ მიმართულებად იქცა. მათ დაგეგმეს კონკურსი თემაზე - „ჩართულობა“ და გამარჯვებული ნამუშევრების ავტორები საჩუქრებით დააჯილდოეს. ამასთან ერთად გადაწყვიტეს რომ მსგავსი კონკურსები და დაჯილდოებები ჩაატარონ სისტემატურად. ეს უზრუნველყოფს როგორც პროექტის მდგრადობას, ისე ბავშვების დაინტერესებას“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება