თბილისის N104 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ გალერეას ესტუმრნენ
თბილისის N104 საჯარო სკოლის მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეები დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეას ესტუმრნენ. მე-6 კლასის დამრიგებელი პაიცარი გრიგორიანია, მე-7 კლასს კი იზაბელა აბრამიანი ხელმძღვანელობს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები სხვადასხვა მხატვრების ნამუშევრებს გაეცნენ, განსაკუთრებით კი ნიკო ფიროსმანის ტილოები მოეწონათ.
მოსწავლეები გალერეიდან დადებითი შთაბეჭდილებით დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტო