სიახლეები
სიახლეები

„დაახლოებით იმავე ტიპის კითხვები იყო, რაც წინა წლების ტესტებში“ - აბიტურიენტები ხელოვნების გამოცდას აფასებენ
12-07-2019
-
+


დღეს აბიტურიენტები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდას აბარებენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს ხელოვნებაზე 700-ზე მეტი ადგილია გამოცხადებული და 500-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

იმის გასარკვევად რთული იყო თუ არა გამოცდა etaloni.ge საგამოცდო ცენტრიდან გამოსულ აბიტურიენტებს გაესაუბრა, რომელთა ნაწილიც თვლის, რომ გამოცდა საშუალო სირთულის იყო და სხვადასხვა ეპოქიდან იყო შეკითხვები.

„სხვადსხვა ეპოქიდან იყო მოსული საკითხები, სურათები იყო და უნდა გეთქვა ვინ იყო ავტორი და ვისი ნახატი იყო, ასევე ქანდაკებების სურათები იყო და ესეც თავადა უნდა დაგვეწერა ვისი შესრულებული იყო. საერთო ჯამში, მარტივი იყო, არ გამჭირვებია“, - გვითხრა თბილისის N175 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.

„შესაბამისობები იყო, უნდა გცოდნოდა კარგად პერიოდიზაცია, კლასიფიკაცია უნდა მოგეხდინა. ასევე ჭეშმარიტი იყო თუ მცდარი მოცემული ფრაზები. უნდა დაგესაბუთებინა რატომ იყო მართალი და რატომ არა. რენესანსის, აღორძინების, ანტიკური პერიოდების ნამუშევრებიც იყო მოსული. ანტიკური პერიოდის ნამუშევრებიდან ძირითადად ბიუსტები იყო“, - გვითხრა თაკო გვასალიამ.

„როგორ გითხრათ, საერთო ჯამში, რთული არ იყო, თითქმის, ყველა ეპოქიდან იყო კითხვები. უფრო მეტად რელიგიური ტიპის ნახატებზე მოსული დავალებები დამამახსოვრდა, ასევე ეკლესიები იყო მოცემული და უნდა გამოგეცნო რა ტიპის არქიტექტურა იყო. რთული არ იყო, დაახლოებით იმავე ტიპის კითხვები იყო,რაც წინა წლების ტესტებში“, - გვითხრა გამოცდიდან გამოსულმა კიდევ ერთმა აბიტურიენტმა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე 94%-ზე მეტი გამოცხადდა. 


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება სახალისო იყო და რაც მთავარია, მშობლიური ენის სიყვარულსა და პატივისცემას აღვივებდა
აქტივობები ძალიან საინტერესო და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული იყო
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება