სიახლეები
სამასწავლებლო

„ჩვენი სკოლის მოსწავლეებს სხვადასხვა სასწავლო პროექტებში დიდი წარმატებები აქვთ“ - აფხაზეთის სკოლის დირექტორები მოსწავლეთა მიღწევებზე საუბრობენ
13-07-2019
-
+


აფხაზეთი ქართველების ყველაზე დიდი ტკივილი და მოუშუშებელი იარაა, ტკივილი, რომელიც დროსთან ერთად კიდევ უფრო მძაფრდება. ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ საქართველოში აფხაზეთის სკოლები არსებობს, სადაც პედაგოგები მოსწავლეებს დიდი ენთუზიაზმითა და სიყვარულით ასწავლიან.

Etaloni. Ge -ის ჟურნალისტი აფხაზეთის სკოლებში მოსწავლეების მიღწევებზე სასაუბროდ აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებს ესაუბრა

ნუგზარ ჯომიდავა-აფხაზეთის N 10 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩვენი სკოლა 2002 წელს, ჩხოროწყუში დაარსდა. თავდაპირველად სკოლაში 75 ბავშვი სწავლობდა, დღეს კი სკოლას 264 მოსწავლე ჰყავს. ჩვენი სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტებში ყოველთვის ჩართულები არიან. გასულ წელს ჩვენი სკოლის მოსწავლე „ეტალონში“ მეორე ადგილზე გავიდა, წელს ერთ-ერთმა მოსწავლემ „ეტალონის“ ათეულში შეძლო მოხვედრა. გარდა ამისა, სკოლას ბევრი აქტიური და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლე ჰყავს, ვისთვისაც „ეტალონი“ დიდი მხარდაჭერაა. მოსწავლეები ადგილობრივ პროექტებშიც ხშირად მონაწილეობენ, თანამშრომლობენ სხვადასხვა ორგანიზაციებთანაც. გარდა ამისა, ჩვენს სკოლაში არსებობს სამოქალაქო, ეკო, კინო, ლიტერატურული და მკითხველთა კლუბები. ერთი კვირის წინ სკოლაში საზაფხულო კინო სკოლაც შეიქმნა“.

ნარგიზა ნარსია-თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილი:

„აფხაზეთის თემურ ბოკუჩავას სახელობის N 7 საჯარო სკოლა მდებარეობს სენაკში, ყოფილ სამხედრო დასახლებაში. სკოლა 1996 წელს აშენდა და დღეის მდგომარეობით, სკოლაში 232 მოსწავლე და 26 მასწავლებელია. ჩვენი სკოლის მოსწავლეები ყოველთვის ერთვებიან იმ პროექტებში, რომლებსაც განათლების თემი ახორციელებს. გარდა ამისა, ბავშვები გაწევრიანებულები არიან ეკო კლუბში, რომელიც სენაკის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან მდებარეობს. წელს მოსწავლეებმა კონფერენციაზე წარადგინეს თემა, რისთვისაც ფულადი ჯილდო დაიმსახურეს. წინა წლებში, ჩვენი სკოლის მოსწავლე-ზაზა ქარჩავამ „ეტალონში“ გაიმარჯვა. 2016 წელს სკოლა ისტორიის მესამე, რესპუბლიკურ ტურში საუკეთესო სკოლების ათეულში მოხვდა. გარდა ამისა, სკოლაში არსებობს საუკეთესო სპორტული დარბაზი, სკოლის ეზო. ჩვენი სკოლის 17 პედაგოგი უკვე სერტიფიცირებულია, დანარჩენები კი პედაგოგთა გამოცდებს წელს აბარებენ“.

ნონა წოწორია-ჟიული შარტავას სახელობის აფხაზეთის N 6 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩვენი სკოლა ქუთაისში- ნიკეას 8 ნომერში 1997 წლიდან არსებობს. სკოლას 200 მოსწავლე და 20 მასწავლებელი ჰყავს. ჩვენი სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებში აქტიურად მონაწილეობენ. მათ „ეტალონის“ ფინალშიც შეძლეს მოხვედრა“.

ნატო ბენდელიანი-აფხაზეთის N 5 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩვენი სკოლა 1997 წლიდან არსებობს ქუთაისში, ზურაბ ჯაფარიძის 6 ნომერში. დღესდღეობით, სკოლაში 129 მოსწავლე სწავლობს. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ჩვენი სკოლის მოსწავლემ ესეს წერაში გაიმარჯვა, რისთვისაც 400 ლარიანი ვაუჩერი დაიმსახურა. გარდა ამისა, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ყოველ წელს, ჩვენი სკოლის დაახლოებით, ნახევარი სტუდენტი ხდება. თავდაპირველად, სკოლა არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად მუშაობდა და ორგანიზაციის ხელშეწყობით, მოსწავლეების უფასოდ მეცადინეობასაც ახდენდა. გასულ წელს, ჩვენი სკოლის პედაგოგებმა მოსწავლეები გამოცდებისთვის სრულიად უსასყიდლოდ მოამზადეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლემ აფხაზეთის სამინისტროში გამართულ ლიტერატურულ კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა. წელს, ჩემმა მოსწავლემ ესეების კონკურს “ მომავლის ევროპელში“ გაიმარჯვა, რისთვისაც 400 ლარიანი ვაუჩერი დაიმსახურა. საერთაშორისო კონკურს „მომავლის წერილშიც“ გაიმარჯვა ჩვენი სკოლის მოსწავლემ“.

სვეტლანა რურუა-ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:

„აფხაზეთის N 3 საჯარო სკოლა 2000 წელს, თბილისის ზღვაზე კომპაქტურად ჩასახლებული, სოციალურად დაუცველი დევნილი ბავშვებისთვის აშენდა, რომელთაც თბილისის სკოლებში სიარულის საშუალება არ გააჩნდათ. ბავშვები ძირითადად, 207-ე და 32-ე საჯარო სკოლებში დადიოდნენ. ამიტომ, მათმა მშობლებმა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიმართეს. სწორეთ მათი განცხადების საფუძველზე ჩამოყალიბდა ჩვენი სკოლა. სკოლა არასტანდარტულ სიტუაციაში ფუნქციონირებს, რაც გულისხმობს იმას, რომ სკოლის შენობა არ გაგვაჩნია და სასწავლო პროცესი საქართველოს ყოფილი პროფკავშირების სასწავლო ცენტრში პირველ და მეორე სართულებზე მიმდინარეობს. სკოლაში 129 მოსწავლე სწავლობს და ძირითადად, ის პედაგოგები მუშაობენ, რომლებმაც მუშაობა 2000 წელს დაიწყეს. პედაგოგების დიდი ნაწილი უკვე სერტიფიცირებულია. ისინი ყველაფერს აკეთებენ მოსწავლეების წარმატებისთვის. მიუხედავად არასტანდარტულ სამუშაო გარემოში მუშაობისა, ჩვენი სკოლის მოსწავლეებს რესპუბლიკის მასშტაბით დიდი მიღწევები აქვთ. ერთხელ, სპორტული ოლიმპიადის ფინალშიც მოხვდნენ. მოსწავლეები „ეტალონშიც“ ხშირად იღებენ მონაწილეობას. გასულ წელს ჩვენი სკოლის მოსწავლემ „ეტალონში“ მეხუთე ადგილი დაიკავა, წელს კი ჩვენმა მოსწავლეებმა მე-6 და მე-8 ადგილების დაკავება შეძლეს. თბილის ჩემპიონები ვართ „კოკაკოლას“ თასზე, ფეხბურთში კი რეგიონის ჩემპიონები გავხდით. სამწუხაროდ, გასულ წელს, უსახსრობის გამო რამდენიმე კონკურსში ვერ შევძელით მონაწილეობის მიღება. სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონალურ შეჯიბრზე მოსწავლეები საკუთარი სახსრებით წავიდნენ, გამარჯვებულთა მგზავრობა კი სკოლამ დააფინანსა, გვყავს მედალოსნებიც.

ნანა ჯალაღონია - აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი (წამყვანი მასწავლებელი, ფილოლოგიის დოქტორი):

„ჩვენი სკოლა აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ მარშალ გელოვანის 4 ნომერში აშენდა. თავდაპირველად კოლეჯ „იკაროსის“ მეხუთე სართულზე მდებარეობდა, 2008 წლის ომის შემდეგ ფართი სამაჩაბლოდან დევნილებმა დაიკავეს. საბოლოოდ, პედაგოგთა დიდი ძალისხმევით იმავე შენობის პირველ სართულზე სკოლა კვლავ აგრძელებს ფუნქციონირებას. დღეს, ჩვენი სკოლა ყველა მოთხოვნილ სტანდარტებს აკმაყოფილებს და სწავლა სამივე საფეხურზე მიმდინარეობს. სკოლა მცირეკონტიგენტიანი სკოლების ჯგუფს მიეკუთვნება და გვაქვს პრეტენზია, რომ ამ კატეგორიაში ლიდერები ვიყოთ. სკოლაში 22 მასწავლებელი მუშაობს, რომელთაგან დიდი ნაწილი სერთიფიცირებულია, დანარჩენები კი ახლა აბარებენ გამოცდებს. რაც შეეხება მოსწავლეებს, ისინი სხვადასხვა, შემეცნებით თუ ინტელექტუალურ ღონისძიებებში ხშირად მონაწილეობენ. ჩვენი სკოლის მოსწავლეები თითქმის ყოველ წელს მონაწილეობენ „ეტალონში “, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ცოდნის გამოვლენის გარდა, „ეტალონი“ მოსწავლეებს გამოცდილების მიღებაშიც ეხმარებათ. პროექტი ბავშვებს საშუალებას აძლევთ, მეტი იკითხონ და მოინდომონ. წარმატება კი მხოლოდ მათ ხელშია“.

ლუიზა შონია-აფხაზეთის N 1 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ ჩვენი სკოლა ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარეობს. სკოლაში 320 მოსწავლე სწავლობს და 7 სერტიფიცირებული პედაგოგი მუშაობს. ჩვენი სკოლის მოსწავლეები ყოველთვის გამოირჩევიან სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართულობით. გვყავს „ეტალონის“ გამარჯვებულიც. ეს პროექტი ჩვენი მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მათ სასწავლო პროცესში ძალიან ეხმარებათ. გარდა ამისა, სკოლაში ხშირად ტარდება პროექტი: „რა? სად? როდის“. მოსწავლეები შემოქმედებით კონკურსებშიც ხშირად მონაწილეობენ“.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
მასწავლებელთა საგამოცდი ტესტის შეფასების კრიტერიუმები ცნობილია
შეუძლიათ თუ არა კანდიდატებს გასაუბრების ეტაპის ვიდეო ან აუდიო ჩაწერა - ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანსიით დაინტერესებულთათვის
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
აქტივობებს სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ
მათ ლამაზი სიმღერა შეასრულეს, სიტყვა წარმოთქვეს, ლექსები წაიკითხეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს
წლევანდელ გამოფენას განსაკუთრებული ხიბლი პედაგოგ ლალი ქშუტაშვილის კალიგრაფიულმა ნიმუშებმა შესძინა
აღსანიშნავია, რომ დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მასწავლებელ მარიამი გიორგაძის სადამრიგებლო IV კლასში დიდი წარმატებით დასრულდა
სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, 9 აპრილის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება