გვიმრიანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა „ანბანი გააცილეს“
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, გვიმრიანის საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ნინო კოვზირიძის ხელმძღვანელობით, „ანბანი გააცილეს“. პირველკლასელები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ და შემოქმედებითი ნიჭი წარმოაჩინეს.
ღონისძიების ბოლოს პედაგოგებმა და დამსწრე საზოგადოებამ მოსწავლეებს საანბანო პერიოდის წარმატებით დასრულება მიულოცეს.