ლეღვას N2 საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი ჩატარდა
12-07-2019
დაკოპირებულია
-
+
ქობულეთის მუნიციპალიტეტის, რაულ მჟავანაძის სახელობის ლეღვას N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ „ერუდიტის“ წევრებმა, სამოქალაქო განათლების მასწავლებელ მანანა მახარაძესთან ერთად, სამოქალაქო განათლების პროგრამის - ,,მომავლის თაობა'' ფარგლებში, სპორტულ-გასართობი შეჯიბრი - „მხიარული სტარტები“ - „ჯანსაღ სხეულში, ჯანსაღი სულია“ ჩაატარეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სპორტული ღონისძიება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის, აქტიური ცხოვრების სტილის დაცვისა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიზნით გაიმართა.
სპორტული აქტივობის შედეგია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა და ჯანმრთელობის შენარჩუნება.