სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„​​​საშინლად რთული იყო, ერთი პედაგოგი 15 წუთში გამოვიდა“- შეფასებები დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა საგნების გამოცდიდან
12-07-2019
-
+


დღეს, მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები დაწყებითი საფეხურის საგნებში (ქართული ენა და ლიტერატურა, ბუნებისმეტყველება, მათემატიკა) კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე გავიდნენ.

როგორც გამოცდიდან გამოსული აპლიკანტების ნაწილი etaloni.ge-სთან საუბრისას ამბობს, გამოცდა რთული იყო:

„რთული იყო, განსაკუთრებით ბუნებისმეტყველება. მაღალი კლასის საკითხებიც იყო მოსული, არადა მე  I-დან  IV კლასის ჩათვლით საკითხებს ველოდი. რა გითხრათ, საკმაოდ დათრგუნული გამოვედი, იმდენად ვინერვიულე, საკითხებიც კი აღარ მახოვს რა შემხვდა“,- გვითხრა თბილისის N173 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა პედაგოგმა, რომელიც დაწყებითი კლასების ქართულის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების საგნებს აბარებდა.

„რთული იყო, ისეთი საკითხებია. ბუნებისმეტყველებაც ასე თუ ისე რთულია. ქართულში გრამატიკას დიდი ყურადღება ჰქონდა დათმობილი. ანალიტიკური თემაც რთული იყო“,-განაცხადა კიდევ ერთმა პედაგოგმა.

„ბუნება რთული არ ყოფილა. ქართული უფრო რთული იყო, გრამატიკა იყო ძირითადად. ზოგადად, იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. თანაც, დაწყებითის გარდა, უფრო მაღალი კლასის მასალასაც გეკითხებიან, არადა როცა აფიქსირებ რომ  I-დან  IV კლასის ჩათვლით გინდა გამოცდის ჩაბარება და შემდეგ უფრო მაღალი კლასის დონე გხვდება, არასწორია. დაწყებითის საფეხურზე გადიან მათემატიკის მასწავლებლები და მერე გვართმევენ საათებს. არადა, ზედა საფეხურზე არ გადიან, რადგან რთულია. ისეთი საკითხებია დაწყებით კლასებში საერთოდ რომ არ გაქვს შეხება. მე არც ტრენინგზე მივლია. რა თქმა უნდა, შეიძლება გააკეთო, მაგრამ მომზადების გარეშე რთულია. უნარები ჩავაბარე, კმაყოფილი ვარ, საგანში თუ ვერ ავიღე ისეთი ქულა, მოვემზადები და მერე კიდე ჩავაბარებ. ჩვენთან რაიონში კადრიც არ არის რეალურად“,- გვითხრა თბილისის N173 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა პედაგოგმა.

„პედაგოგი ვარ, მაგრამ წელს პირველად გავედი გამოცდებზე. მხოლოდ უნარებზე ვემზადებოდი, ტრენინგები გავიარე, საგნის გამოცდებისთვის დიდად არ მოვმზადებულვარ. გამოცდა რთული და საშინელება არ ყოფილა, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ ადვილი იყო. ყველაზე მეტად ქართულის ანალიტიკური დავალება გამირთულდა, დანარჩენი დიდად არ გამჭირვებია“, - გვითხრა თბილისის N173 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა კიდევ ერთმა აპლიკანტმა.

​საშინელება იყო, ერთი პედაგოგი 15 წუთში გამოვიდა გამოცდიდან, აზრი არ აქვს, მაინც ვერ დავწერო და გამოვიდა. ფიზიკა, ქიმია ყველაფერი შედიოდა, საშინლად რთული იყო. მაღალი კლასის მასალას გეკითხებოდნენ. პირადად ჩემთვის ძალიან რთული იყო. მესამედ გამოვდივარ გამოცდაზე და ყოველ წელს უფრო მეტად რთულდება. 31 წელია სკოლაში ვასწავლი, მაგრამ საშინლად გამიჭირდა, სხვა რა გითხრათ არ ვიცი“,- გვითხრა კიდევ ერთმა გამოცდიდან გამოსულმა პედაგოგმა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, დღეს საგამოცდო ცენტრებში I სესიაზე დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან 88%-ზე მეტი გამოცხადდა, II სესიაზე კი - 85%-ზე მეტი აპლიკანტი.


კომენტარები


სკოლები
მეცხრეკლასელებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს
სკოლის აღსაზრდელებმა ლამაზი ღონისძიება გამართეს და პედაგოგს ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს
სიახლეები
ცენტრის ცნობით, ტესტების პასუხები და შეფასების სქემები შედეგებთან ერთად გამოქვეყნდება
რაც შეეხება საკითხებს, მათი თქმით, თითქმის ყველა კითხვა საპროგრამო ჰაგიოგრაფიული ტექსტიდან იყო
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +22, +27, ხოლო აღმოსავლეთ საქრთველოს ბარში +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი
ტესტების პასუხები და შეფასების სქემები გამოქვეყნდება შედეგებთან ერთად
საინტერესო
ამის გასარკვევად ფოტოგრაფმა ჰანა ვაიტეიკერმა მსოფლიოში იმოგზაურა, რათა ჩვენთვის ეჩვენებინა თუ როგორ საუზმობენ ბავშვები პლანეტის სხვადასხვა ნაწილში
ვის თუ არა მამას, ასეთ ძლიერსა და ყოვლისშემძლეს, შეუძლია იყოს სამაგალითო და ბავშვი სასარგებლო ჩვევებს და ცხოვრების ჯანსაღ წესს მიაჩვიოს?
მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ რაც უფრო მეტი წიგნი იქნება 16 წლის მოზარდის გარშემო, მით უფრო მაღალი იქნება მისი წიგნიერების დონე
როგორ გავაგრილოთ ბავშვები უსაფრთხოდ? ამ კითხვაზე „ეტალონს“ ექიმმა-პედიატრმა ქეთევან გოგბერაშვილმა უპასუხა
პიროვნება
ადიგენის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი, ინგა ბოჭორიშვილი სოფელ კახარეთში ცხოვრობს
ეტალონი
განათლებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის
„არემჯი“ ორი წელია „ეტალონის“ მხარდამჭერი და ინტელექტ-ჩემპიონატის მეგობარი კომპანიაა
2018-2019 სასწავლო წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ფინალური ღონისძიება საზეიმოდ დასრულდა
ინტელექტუალური კონკურსის ფინალში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მონაწილეობდა
მონაწილეები  მოსალოდნელ გამარჯვებებზე და შეგრძნებებზე გვესაუბრნენ.
საზოგადოება