ლაშის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი საზეიმოდ დაირეკა
11-07-2019
დაკოპირებულია
-
+
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, წმინდა მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძის სახელობის ლაშის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი საზეიმოდ დაირეკა.
სკოლა ორმა მოსწავლემ დაამთავრა: გიორგი ქველიაშვილმა და დავით ხარაიშვილმა.
კუსრდამთავრებულებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა კი მოსწავლეებს საუკეთესო მომავალი უსურვეს.
„წარმატებული გზებით გევლოთ ჩვენო კურსდამთავრებულებო!“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.