სიახლეები
სიახლეები

„წინა წლებთან შედარებით მარტივი ტესტი იყო“ - აბიტურიენტები ქიმიის გამოცდას აფასებენ
10-07-2019
-
+


აბიტურიენტებმა დღეს ქიმიის გამოცდა ჩააბარეს. წელს ქიმიაზე ორი ათასზე მეტი ადგილია გამოცხადებული და ორი ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

როგორც გამოცდიდან გამოსული აპლიკანტების ნაწილი ამბობს, გამოცდა რთული არ ყოფილა, თუმცა აბიტურიენტების ნაწილის შეფასებით, ამოცანები გაუჭირდათ.

„წინა წლებთან შედარებით მარტივი ტესტი იყო. კითხვები ორგანული ქიმიიდანაც იყო და არაორგანულდანაც. ტესტური პირველი 30 კითხვა განსაკუთრებულად გამიმარტივდა. გამოცდის სირთულეს ვინ როგორ აღიქვამს, ინდივიდუალურია. ჩემთვის ადვილი იყო“ - განაცხადა თბილისის N175 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აპლიკანტმა.

„ვინც ქიმია იცის, ადვილია მისთვის. უფრო მეტად გათანაბრებები იყო და ბოლოში ამოცანებიც იყო. ასე თუ ისე, არ იყო რთული. ნორმალური ტესტი იყო. მე არცერთი საკითხი არ გამიჭირდა. ჩემი აზრით, წინა წლების ტესტებთან შედარებით უფრო ადვილია“,-გვითხრა კიდევ ერთმა აბიტურიენტმა.

„მე გამიჭირდა, სიმართლე რომ გითხრათ. უფრო ორგანული ქიმიის საკითხები გამიჭირდა. მაგრამ ალბათ,  ვინც იცის, იმას არ გაუჭირდება. ჩემთვის წინა წლების ტესტებთან შედარებით, უფრო გართულებული იყო“,- განაცხადა  გამოცდიდან გამოსულმა აპლიკანტმა.

წინა წლების ტესტები ბევრად უფრო რთული იყო. მე ამოცანები გამიჭირდა ძალიან, შემოსახაზები ძალიან მარტივი იყო. საკითხები უფრო მეტად ორგანული ქიმიიდან იყო“,- გვითხრა გამოცდიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.

ცოტა გამიჭირდა, განსაკუთრებით ბოლო 4 საკითხი - ამოცანები და სტრუქტურული ფორმულების შედგენა. სხვა დანარჩენი კარგად დავწერე. მაინცდამაინც რთული არ იყო. წინა წლების ტესტები უფრო რთული იყო“,- განაცხადა აპლიკანტმა.

ბოლო დავალებები - ამოცანები რთული იყო, ტესტები არც ისე. ერთი ამოცანა ვერ დავწერე მხოლოდ. საერთო ჯამში, საშუალო სირთულის იყო. ტესტები ძნელი არ იყო, ამოცანები შედარებით ძნელი იყო“,-გვითხრა აბიტურიენტმა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქიმიის გამოცდისათვის დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან 96%-ზე მეტი გამოცხადდა. აპლიკანტთა რეგისტრაცია 15:00 საათზე, გამოცდა კი 16:00 საათზე დაიწყო და 3 საათი და 40 წუთი გაგრძელდა.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
5 მიზეზი, რის გამოც ეროვნულებზე თქვენი სარეგისტრაციო განაცხადი გაუქმდება - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის
რეგიონული სასწავლო ტური სპეცპედაგოგებისთვის - ინფორმაციას მასწავლებლის სახლი ავრცელებს
პიროვნება

აბიტურიენტი რომ ვიყო პედაგოგობაზე ვიფიქრებდი და პედაგოგიურ უნივერსიტეტში ჩავაბარებდი

 

ის მომავალი თაობის პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებასა და წარმატებულ მომავალზე აქტიურად ზრუნავს
სკოლები
„თეატრი ბავშვის სულიერ აღზრდას ემსახურება და ესთეტიკური გემოვნების ფორმირებას უწყობს ხელს“
მოსწავლეებმა მხატვრულად წაკითხული პოეზიით დამსწრე საზოგადოება მოხიბლეს
სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო, ნაყოფიერი, შედეგზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული
საინტერესო
სწავლობენ სხვისი აზრის გათვალისწინებას და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთი ადამიანის წვლილი საერთო და მასშტაბურ საქმეში
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
სიახლეები
საზოგადოება