სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

როგორ განვსაზღვროთ, მზად არის თუ არა ბავშვი საბავშვო ბაღისთვის?
10-07-2019
-
+


თუ დილემა - „საბავშვო ბაღი თუ საშინაო აღზრდა“ პირველის სასარგებლოდ გადაწყვიტეთ ეს სტატია თქვენთვისაა. საბავშვო ბაღში ბავშვის მიყვანა გარემოს, ცხოვრების წესისა და საქმიანობის მნიშვნელოვან ცვლილებებთან არის დაკავშირებული. 

ამასთან, თითოეული ბავშვი სხვადახვა სისწრაფით ვითარდება, ამიტომ ბაღში წასასვლელად ზოგიერთი ბავშვი წლინახევრის ასაკში არის მზად, სხვები კი მხოლოდ სამი ან ოთხი წლის ასაკში.

ბაგა ბაღისთვის ბავშვმა უნდა იცოდეს:

  • საწოვარას და რწევის გარეშე დაძინება;
  • დამოუკიდებლად სმა - ჭიქიდან და არა სპეციალური ბოთლიდან;
  • ჭამდეს დამოუკიდებლად, ხელით მაინც;
  • ითხოვდეს ღამის ქოთანზე დასმას;
3+ ასაკობრივ ჯგუფში, გარდა ზემოთჩამოთვლილისა, აუცილებელია:

  • ბავშვს ჰქონდეს თანატოლებთან ურთიერთობის გამოცდილება
  • ხატვის, ძერწვის და სხვა საქმიანობისადმი ინტერესი
  • შეეძლოს კომუნიკაცია მარტივი წინადადებებით
  • დამოუკიდებლად იცვამდეს შარვალს ან კაბას
თუ თქვენი შვილი ჩამოთვლილიდან 1 ან 2 პუნქტს არ აკმაყოფილებს, ბაღს კი რომელშიც მიგყავთ, კარგი რეპუტაცია აქვს და „თავისი ინდივიდუალური მიდგომებით“ არის ცნობილი, გარისკვა ღირს. თუ ორზე მეტი პუნქტი არ შეესატყვისება ან ბავშვების საერთო რაოდენობა ჯგუფში ინდივიდუალური მიდგომის იმედს არ იძლევა, უკეთესია არ იჩქაროთ, კიდევ რამდენიმე თვე მოიცადეთ და ამ დროის განმავლობაში ბავშვს ზემოთჩამოთვლილი აუცილებელი უნარების დახვეწაში დაეხმარეთ. 

მზაობის ასაკი

ყველა ბავშვი ინდივიდუალურია: ზოგიერთები ბაღში თავს შესანიშნავად გრძნობენ, სხვებს დედასთან დიდი ხნით განშორება სკოლამდე უჭირთ. მაგრამ ზოგიერთი სტატისტიკური ნორმა მაინც არსებობს.

თუ ის მშვიდია, სახლში ისტერიკას არ აწყობს, ქუჩაში ბავშვებს პრობლემების გარეშე ეკონტაქტება, არ არის შეშინებული და აგრესიული, თამაშობს, პარკში თამაშისას ავიწყდება თქვენი შემოხედვა (შემოწმება). თუ ეს მომენტი დაიჭირეთ შეგიძლიათ ბავშვი ბაღში მარტივად მიიყვანოთ, თუ არა მოცდა მოგიწევთ. 

როგორ გავარჩიოთ ადაპტაცია არამზაობისგან

რა თქმა უნდა, ნებისმიერი ბავშვი პირველი განშორებისას იტირებს ... მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იგი საბავშვო ბაღისთვის მზად არ არის.  განშორება - სტრესია - სტრესზე კი ყველა ბავშვი ტირილით რეაგირებს. ნებისმიერი ამღზრდელი გეტყვით, რომ ადაპტაციის პერიოდში არ ღირს ბავშვის ბაღში 3 საათზე მეტხანს დატოვება და უკეთესია თუ დღის ძილამდე წამოიყვანთ: ანუ პირველი პერიოდი ის მიდის ბაღში იმისთვის რომ ისაუზმოს და ითამაშოს.

როგორც ავღნიშნეთ ტირილი ნორმალური რეაქცია. აი, უჰაერობა, ტემპერატურა, ხშირი გაციებაც კი დედასთან განშორებისას - ეს არის სიგნალი, რომ ბავშვი მზად არ არის.

რა თქმა უნდა, ახალ კოლექტივში გასვლა უცნობ მიკრობებთან შეხვედრას ნიშნავს. იმუნიტეტი ვარჯიშდება და ამ ეტაპზე აბსოლუტურად ყველა ბავშვი ავადმყოფობს. მაგრამ ერთია - თვეში ერთხელ ავად ყოფნა და სულ სხვა - ცხოვრება რეჟიმით „2 დღე დავდივართ, 2 კვირა ვავადმყოფობთ“. 

თუ ბაღში ბავშვი სხვებთან არ თამაშობს და  მხოლოდ ტირის, ღამით ყვირილს იწყებს, ხშირად ავადმყოფობს - წამოიყვანეთ.

კომენტარები


სკოლები
მეცხრეკლასელებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს
სკოლის აღსაზრდელებმა ლამაზი ღონისძიება გამართეს და პედაგოგს ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს
სიახლეები
ცენტრის ცნობით, ტესტების პასუხები და შეფასების სქემები შედეგებთან ერთად გამოქვეყნდება
რაც შეეხება საკითხებს, მათი თქმით, თითქმის ყველა კითხვა საპროგრამო ჰაგიოგრაფიული ტექსტიდან იყო
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +22, +27, ხოლო აღმოსავლეთ საქრთველოს ბარში +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი
ტესტების პასუხები და შეფასების სქემები გამოქვეყნდება შედეგებთან ერთად
საინტერესო
ამის გასარკვევად ფოტოგრაფმა ჰანა ვაიტეიკერმა მსოფლიოში იმოგზაურა, რათა ჩვენთვის ეჩვენებინა თუ როგორ საუზმობენ ბავშვები პლანეტის სხვადასხვა ნაწილში
ვის თუ არა მამას, ასეთ ძლიერსა და ყოვლისშემძლეს, შეუძლია იყოს სამაგალითო და ბავშვი სასარგებლო ჩვევებს და ცხოვრების ჯანსაღ წესს მიაჩვიოს?
მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ რაც უფრო მეტი წიგნი იქნება 16 წლის მოზარდის გარშემო, მით უფრო მაღალი იქნება მისი წიგნიერების დონე
როგორ გავაგრილოთ ბავშვები უსაფრთხოდ? ამ კითხვაზე „ეტალონს“ ექიმმა-პედიატრმა ქეთევან გოგბერაშვილმა უპასუხა
პიროვნება
ადიგენის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი, ინგა ბოჭორიშვილი სოფელ კახარეთში ცხოვრობს
ეტალონი
განათლებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის
„არემჯი“ ორი წელია „ეტალონის“ მხარდამჭერი და ინტელექტ-ჩემპიონატის მეგობარი კომპანიაა
2018-2019 სასწავლო წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ფინალური ღონისძიება საზეიმოდ დასრულდა
ინტელექტუალური კონკურსის ფინალში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მონაწილეობდა
მონაწილეები  მოსალოდნელ გამარჯვებებზე და შეგრძნებებზე გვესაუბრნენ.
საზოგადოება