სიახლეები
სიახლეები

თბილისის მერია სტუდენტთა მხარდამჭერი პროგრამებისთვის წელს მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს
10-07-2019
-
+


თბილისის მერია სტუდენტთა სოციალური დახმარების პროგრამისა და მაგისტრანტების სასტიპენდიო პროგრამისთვის წელს მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სოციალური დაუცველი სტუდენტების დაფინანსების მიმართულებით წელს უკვე 900-მდე განცხადება განიხილეს და აქედან დადებითად გადაწყდა 820 სტუდენტის დაფინანსების საკითხი.

„სტუდენტთა დაფინანსების მოცულობა დამოკიდებულია აკადემიური მოსწრების მაჩვენებლებზე. 100%-ით ფინანსდება მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტი და აღსანიშნავია, რომ ამ სემესტრში 30%-ით გაიზარდა მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების მომართვიანობა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პროგრამა თავის მიზანს ასრულებს და სტუდენტებში ზრდის სწავლის მოტივაციას. წელს ამ პროგრამის ბიუჯეტი 1 მილიონ ლარს შეადგენს“,- განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება მაგისტრანტების ფინანსური წახალისების პროგრამას, როგორც კალაძემ განმარტა, ის ითვალისწინებს სემესტრულ სტიპენდიას 562 ლარის ოდენობით, თბილისში მოქმედი სახელმწიფო სასწავლებლების მაგისტრანტებისთვის, რომელთა აკადემიური მოსწრება აღემატება 91 ქულას. სტიპენდია გაიცემა სასწავლო წლის განმავლობაში 2-ჯერ. 2019 წელს, პირველ ეტაპზე, სტიპენდია გადაეცა 145 წარმატებულ მაგისტრანტს. კახა კალაძის თქმით, ეს პროცესი, გაგრძელდება. წელს ამ პროგრამისთვის 200 000 ლარზე მეტია გამოყოფილი.

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ მერია თბილისში უცხოელი პროფესორების ვიზიტს დააფინანსებს, რომლებიც სტუდენტებისა და ახალგაზრდა სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით იწყება. პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 8 უცხოელი ექსპერტის ვიზიტი. ექსპერტები ჩაატარებენ მასტერკლასებს და ვორქშოფებს არქიტექტურის, ურბანული განვითარების, კულტურის, მენეჯმენტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ხელოვნების მიმართულებით, საერთო ჯამში ამ ღონისძიებებში 1 000-მდე სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას. სპეციალისტები თბილისს ეწვევიან საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ჩეხეთიდან, იტალიიდან და ლატვიიდან, გარდა ლექცია-სემინარებისა, უცხოელი ექსპერტების შეხვედრები გაიმართება მერიის შესაბამის საქალაქო სამსახურებთანაც.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ 1422 პირს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭება
„ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას“
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
პიროვნება
პედაგოგის თქმით, მისთვის ყველაზე დიდი მიღწევა ის არის, რომ მისმა მოსწავლეებმა უნივერსიტეტი წარმატებით დაამთავრეს
სკოლები
მოსწავლეებმა რეალურ ცხოვრებასთან პარალელები გაავლეს და დღევანდელ ყოფაზე საინტერესოდ იმსჯელეს
მოსწავლეები სამუშაო პროცესში დიდი ინტერესითა და სიამოვნებით ჩაერთნენ, თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და საინტერესო რესურსებიც შექმნეს
მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით, საკუთარი შეხედულებები დააფიქსირეს
ჟიურიმ საუკეთესოდ მიიჩნია ქუთაისის N21 საჯარო სკოლის მოსწავლის, ანზორ იაშვილის ლექსი - „ახალი წელი სოფელში“
საბა ცაბაძე თავისუფალი უნივერსიტეტის, ხოლო ქრისტინე გოგოლიძე კავკასიის უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტია
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება