ლიის თემის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა საბაზო საფეხურის დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ლიის თემის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა საბაზო საფეხურის დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს. მოსწავლეები სკოლაში თეთრი მაისურებით მივიდნენ და ერთმანეთისთვის სურვილები არ დაიშურეს. სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა კი მოსწავლეებს გზა დაულოცეს.
მე-9 კლასის გამოსაშვები ღონისძიება მრავალფეროვანი ნომრებით იყო დატვირთული.
იხილეთ ფოტოები და ვიდეოები