დაბა ჟინვალის საჯარო სკოლის დირექციამ ღვაწლმოსილ, წარმატებულ და წლის ყველაზე აქტიურ პედაგოგებს მადლობის სიგელები გადასცა
10-07-2019
დაკოპირებულია
-
+
დუშეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ჟინვალის საჯარო სკოლაში 2018-2019 სასწავლო წლის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე პედაგოგებმა გასული სასწავლო წელი შეაჯამეს, ისაუბრეს თავიანთ მიღწევებზე, შედეგებსა და დასახულ მიზნებზე, შეაფასეს მოსწავლეები და ახალი სემესტრი დაგეგმეს.
სკოლის დირექციამ ღვაწლმოსილ, წარმატებულ და წლის ყველაზე აქტიურ პედაგოგებს მადლობის სიგელები გადასცა.